თეგებით ძიება

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, შესანიშნავი დროა მოლაპარაკებების, მოგზაურობისა და ვაჭრობისთვის. ეცადეთ ფული ფრთხილად, ზედმეტი ეიფორიის გარეშე ხარჯოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გარიგებებისა და მოლაპარაკებების დროს უნდა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დროა ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებისთვის. ეცადეთ არ გადაიღალოთ - დაზოგეთ ენერგია სამომავლო მიღწევებისთვის.

კურო
ხელსაყრელი დღეა ბიზნესის, საქმიანი მოლაპარაკებების დაწყების, ახალი ნაცნობებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. ეცადეთ ნებისმიერი სადავო საკითხი მშვიდობიანად მოაგვაროთ. ინტელექტუალურ მუშაობას შეიძლება თან ახლდეს მოულოდნელი აღმოჩენები. გირჩევთ ყველა საქმე მშვიდად და ემოციების გარეშე აკეთოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად სტრესს და მღელვარებას უნდა ერიდოთ.

ტყუპები
ეს დღე დიდ ფიზიკურ და ემოციურ ძალისხმევას მოითხოვს. ჩათვალეთ, რომ ყველაფერი, რაც ამ დღეს ხდება, გამოცდაა. შეუფერებელი დღეა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისა და მით უმეტეს, რაიმეს თხოვნისთვის. სამაგიეროდ, ხელსაყრელი პერიოდია ახალი ნაცნობებისთვის, რომანტიკული პაემნებისთვის და სიყვარულის ახსნისთვის. საღამოს, ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

კირჩხიბი
ამ დღეს უამრავი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ საკუთარი სამსახური არ გაკმაყოფილებთ და თქვენი აზრით, უკეთეს თანამდებობას იმსახურებთ, შეგიძლიათ უკეთესი ვარეიანტების ძებნას შეუდგეთ. ახლა ამისთვის იღბლიანი დღეა. დასვენებასთან დაკავშირებული მოგზაურობა წარმატებული იქნება.

ლომი
თავი შეიკავეთ სამსახურის ხელმძღვანელებთან კამათისა და უფროს ნათესავებთან მწვავე დისკუსიისგან. ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს გასართობი ადგილების მონახულების სიამოვნებას. ამ დღეს კიდევ ერთი მიზეზი მოგეცემათ, რომ საყვარელ ადამიანს სიყვარულში გამოუტყდეთ. ხელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვებისთვის.

ქალწული
შესაფერისი დღეა ახალი ცოდნის მიღებისა და სამომავლო გეგმების შედგენისთვის. ამ დღეს სასწავლო პროცესი მხოლოდ საინტერესო კი არა, სასიამოვნოც იქნება. თქვენ შეძლებთ უმოკლეს დროში ბევრი ახალი და სასარგებლო რამ შეიტყოთ. გირჩევთ თავისუფალ დროს სპორტით, ფიტნესით და იმჯის შეცვლით დაკავდეთ.

სასწორი
ეს დღე აქტიური მოქმედებისათვის შესაფერისია, მაგრამ შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა. სირთულეები შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, სხვების აზრების გაუთვალისწინებლობას ან ქედმაღლობას მოჰყვეს. ეცადეთ ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ, რადგან გამორიცხული არ არის არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები.

მორიელი
დღის პირველი ნახევარი შეიძლება ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს. თქვენ შეძლებთ ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, ბოლომდე წარმატებით მიიყვანოთ. ერიდეთ ნაჩქარევ და ემოციურ მოქმედებებს და მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ახლა განსაკუთრებით სასარგებლოა სპორტული ვარჯიშები ან სილამაზის სალონის მონახულება.

მშვილდოსანი
ამ დღეს, მშვილდოსან ქალებს ბევრი სასიამოვნო ურთიერთობა, შეხვედრა და სიურპრიზი ელით. შეეცადეთ შესაძლებლობა გამოიყენოთ და ნაცნობობის წრე გააფართოვოთ. კარგი დრო ამავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის.

თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღება საქმეზე გაამახვილოთ და გართობისგან თავი შეიკავოთ. ეცადეთ ეს დრო სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის გამოიყენოთ. თუ საჭირო ადამიანთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობთ, ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. გირჩევთ თავისუფალ დროს ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

მერწყული
გირჩევთ აქტიურობა შეამციროთ და უფრო მოზომილი ცხოვრების წესს მისდიოთ. ადამიანები, რომელთა საქმე დაკავშირებულია გონებრივ მუშაობასთან, შესაძლებლობების ზღვარზე არიან და ნერვიულ სტრესს განიცდიან. ეცადეთ მავნე ჩვევებთან გამკლავება სცადოთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის დასაწყისში განსაკუთრებულად იაქტიუროთ. გირჩევთ მონაწილეობა მიიღოთ ყველა იმ საკითხში, სადაც შეგიძლიათ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინოთ. სასურველი შედეგის მიღწევა ადვილი არ იქნება, თუმცა, თუ მოინდომებთ, გამარჯვების ნამდვილ სიხარულს განიცდით. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი სახლის მოწესრიგებას და მაღაზიებში საყიდლებზე სიარულს დაუთმოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა