თეგებით ძიება

საზმაუს დირექტორი გიორგი გაბუნიას პასუხობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას სოციალურ ქსელში პასუხობს.

მისი თქმით, ჯულიეტა ვაშაყმაძის როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია საზოგადოებრივ მაუწყებელში. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების დღიდან, ტელევიზიამ მას მთელი კვირა მიუძღვნა არაერთი რეპორტაჟებითა და გადაცემებით.

ამასთან, მისი თქმით, უამრავი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამშრომელი იყო მისული ყვავილებით თუ მის გარეშე, მასთან გამოსამშვიდობებლად.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მთავარის” წამყვანმა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გარდაცვლილ მშობელზე თავის გადაცემაში ისაუბრა და დასძინა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი იმუშავა, დაკრძალვაზე ტელევიზიის სახელით ერთი გვირგვინიც არ გამოუგზავნია.

საზმაუს დირექტორი გიორგი გაბუნიას პასუხობს




"მეტრონომი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა