თეგებით ძიება

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვები ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის ფონზე მოიხსნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა ტიპის ბიზნესის ეტაპობრივი გახსნა განიხილება, თუმცა, მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის ფონზე უნდა მოხდეს.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სხვადასხვა ტიპის ბიზნესის გახსნის გეგმა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრისგან, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ, ისევე, როგორც გაზაფხულზე, ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში შეიმუშავოს. პრინციპში, მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი. ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით.

განიხილება ეტაპობრივი გახსნა სხვადასხვა ტიპის ბიზნესის, მკაცრი ეპიდსიტუაციის მონიტორინგის ფონზე. ვერ გეტყვით დღეს, სხვადასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა იქნება მალე, სულ ორ-სამ დღეში, ოღონდ, ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის ფონზე, რადგან ვხედავთ, რაც ხდება ევროპაში, პირიქით, იკეტება ყველგან, რადგან მესამე ტალღის საშიშროებააპარალელურად, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გაფართოვებულ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობითა და თებერვლის შუა რიცხვებიდან ვაქცინაციასთან ერთად,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა