როგორია კაცების აზრით, ქალის ყველაზე სექსუალური ვარცხნილობა
ზოგჯერ მამაკაცის მოსახიბლად გაკეთებულ სუპერ-მოდურ ვარცხნილობას ან ექსტრავაგანტული სტილს, სრულიად საწინააღმდეგო ეფექტი მოაქვს - ვაცხნილობა მამაკაცზე ეფექტს ნამდვილად ახდენს, მაგრამ მხოლოდ ნეგატიურს.
ვცადოთ ერთად გავარკვეთ, ვარცხნილობის რომელი სტილი მოსწონთ მამაკაცებს და რომელი ეჩვენებათ ყველაზე სექსუალურად.
გრძელი, გლუვი და მბზინავი თმა, როგორიც ჯოან სმოლსს აქვს, ყოველთვის სექსუალური იყო და იქნება.
თითქოს ქარის მიერ უდიერად აჩეჩილი თმა, სტილი, რომელიც ტეილორ სვიფტს უყვარს, მამაკაცებს მიანიშნებს, თუ როგორ გამოიყურება გოგონა სექსის შემდეგ საწოლში - აშკარად, ამიტომ მოსწონს ძლიერ სქესს ის ასე ძალიან.
მსუბუქი, ბუნებრივი ტალღები, როგორც ლილი ოლდრიჯს აქვს, კაცებისთვის იგივეა, რაც „შიშველი“ მაკიაჟი, ანუ ისეთივე მაცდური და სასიამოვნო.
სველი თმის ეფექტი, კიმ კარდაშიანის მსგავსად, მამაკაცებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური სტილია.
მამაკაცების ცდუნების მიმართულებით ემილი რატსკოვსკის ბადალი არ ჰყავს. მისი თამამი, მაგრამ ამავე დროს, მარტივი სტილი შესანიშნავი ვარიანტი მათთვის, ვისაც საღამოს „ცუდი გოგონას“ თამაში სურს.
დაუდევრად შეკრული, ჰაეროვანი ნაწნავი როგორიც მარგო რობის აქვს, მამაკაცებში ძალიან პოპულარულია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მისი გაკეთება თვალდახუჭულს შეგიძლიათ.
სათამაშო ცხენის მსგავსი კუდი, როგორიც სელენა გომესს აქვს, ქალს უფრო ახალგაზრდულ იერს ანიჭებს. თანაც ეს სტილი თვალებსა და ტუჩებს უკეთ წარმოაჩენს.
ემა სტოუნის მსგავსად, თმის დამჭერით აწეული კულულები აშკარა ასოციაციას იწვევს ახალგაზრდა გოგონებთან და სკოლის მოსწავლეებთან.
პირველ რიგში, დადასტურებულია, რომ მამაკაცებს ქერა ქალები უყვართ, თანაც რიზ უიზერსპუნის მსგავსი ქერა, ჰაეროვანი კულულები სუპერ სექსუალურია.
დაკოტა ჯონსონის მსგავსად, თვალებზე ჩამოყრილი თმა ძალიან ლამაზად და სექსუალურად გამოიყურება, განსაკუთრებით თუ გოგონა მას ხელის ელეგანტური მოძრაობით ისწორებს.