თეგებით ძიება

"საკუთარი ენერგიის მართვის უნარით ქალი ღირსეულ მამაკაცს და ბედნიერ მოვლენებს იზიდავს“

ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სტატიას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ.

ყველა ქალს აქვს თავისი ენერგეტიკა, რომლის მეშვეობით ქმნის საკუთარ ცხოვრებას. თუ ქალს უყვარს საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, თავის ცხოვრებას აგებს ბედნიერებაზე, რადგან ზუსტად იცის რა არ უნდა ცხოვრებაში და რაზე არ დახარჯავს ენერგიას. ესეთი ქალი ირჩევს საკუთარ თავთან სწორ დამოკიდებულებას და ნათლად აყალიბებს საკუთარ საზღვრებს.

განვიხილოთ მაგალითები: როდესაც ქალი ნაცვლად ბედნიერებისა იღებს იმედგაცრუებას ურთიერთობიდან, რატომ ხდება ასე?! რა უნდა შეცვალოს მან, იმისათვის, რომ მიიღოს სასურველი მოვლენები და სასურველი პირადი ურთიერთობა, სადაც თავს კომფორტულად და ლაღად იგრძნობს და ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან, როდესაც შინაგანად იცვლება ქალი, თავის შიშებს, კომპლექსებს, სისუსტეებს გარდაქმნის ძლიერ მხარეებად...

თუ ქალი ჩაკეტილია, იგი იზიდავს ისეთ მამაკაცს, რომელიც ნაკლებად თავდაჯერებულია ან ადრე მიაყენეს ტკივილი. თქვენს მდგომარეობას ისინი გრძნობენ და მოაქვთ ეს მდგომარეობა თქვენთან, მსხვერპლის როლში მოდიან, მაგრამ დაფიქრდით, რისთვის გინდათ ეს?
ამიტომ იმუშავეთ ქვეცნობიერის დონეზე ჩაკეტილობაზე და ეჭვებზე, დანაშაულის შეგრძნებაზე, ამის გადალახვის შემდეგ შეცვლით თქვენს მიმართ მამაკაცის მხრიდან დამოკიდებულებას.

თუ არასერიოზულ მამაკაცს იზიდავთ და მას სურს თქვენი გასულელება, ამას კი მისი საქციელი მეტყველებს, რადგან თქვენს პრინციპებს არაფრად აგდებს, ეს ნიშნავს, იმას, რომ ქალს უყვარს ბრძანებები და სურს, რომ ყველა მას ემორჩილებოდეს, რადგან თვლის, რომ ყველაზე უკეთ იცის ყველაფერი.
როგორც წესი, ასეთი ქალები იზიდავენ ისეთ მამაკაცს, რომელიც მხოლოდ დაპირებებს იძლევა, ანუ სამყარო ასეთი მამაკაცის მეშვეობით ქალს ასწავლის იყოს მეტად ქალური და ნაზი ენერგიის მატარებელი.
ამით დააფიქრებს საკუთარ ქალურ ბუნებაზე და ყველაფერზე კონტროლის დაკარგვის შიში გაშვებაზე.

თუ ისეთ მამაკაცს, იზიდავთ, რომელიც დათრგუნილია, ესე იგი ასეთ ქალს ძლიერი ენერგეტიკა აქვს, გაუაზრებლად ის ცდილობს დაანახოს მამაკაცს, რომ მასზე ძლიერია, მაგრამ ამის შედეგია, რომ ქალი ასეთ მამაკაცს "ექაჩება“ ცხოვრების გზაზე.

როდესაც მამაკაცი "სასტიკია“, ასეთ ქალს ბევრი აქვს შინაგანი დამანგრეველი სცენარები და იზიდავს ასეთ მამაკაცს. ამ შემთხვევაში პირადი ურთიერთობა ძალიან რთულია, რადგან ქალს შინაგანად დაგროვილი აქვს ბევრი წყენა და აქვს მსხვერპლის როლი, მით უფრო მეტად აგრძელებს მამაკაცი ამ თამაშს, რადგან შესატყვისი იყოს აგრესორის როლისთვის.
ამიტომაც გრძელდება ეს ილუზია, მანამდე, სანამ ქალი არ მოეშვება მსხერპლის როლში ყოფნას და თამამად გადაწყვეტს განაცხადოს თავის საკუთარ საზღვრებზე, რა არ შეიძლება და რა სურს მასთან დამოკიდებულებაში.

თუ მამაკაცი ძუნწია და გამუდმებით გსყვედურობთ შენაძენებზე, არ განაბივრებთ როგორც ქალს, ესე იგი ის თქვენში ქალს არ ხედავს და ხედავს კომფორტულ პარტნიორს, რომელმაც შექმნა შინაგანი ფონი. არ დაგავიწყდეთ, რომ ხართ ქალი და მას უნდა შეახსენოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობით, რომ სასურველ ქალს ხედავდეს თქვენში.
ან ქალი ძალიან ჩაციკლულია მხოლოდ მატერიალურზე და მას უჭირს საკუთარი ემოციების გამოხატვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი ვერ ხედავს, რომ თქვენ ამ ურთიერთობაში სულიერადაც ხართ ჩართული და ნებისმერი დროს შესაძლოა მიატოვოთ, ამ შემთხვევაში არ დაიწყებს თქვენში საკუთარი რესურსების ჩადებას, რადგან ასეთ ქალს გაცემა არ შეუძლია და უფრო საკუთარ თავზეა კონცენტრირებული.

ქალი, რომელიც "გაუმაძღარია“ აუცილებლად ძუნწ მამაკაცს მიიზიდავს.

როდესაც ქალი შინაგანად ატარებს დამანგრეველ სცენარებს, ენერგიას, ის იზიდავს პრობლემურ ურთიერთობას და ეს კიდევ უფრო მეტი სტრესის მომტანია ქალისთვის, ამიტომ აქვს აზრი შინაგან ცვლილებებს. როდესაც შინაგანად იცვლებით, იცვლება გარესამყაროც, ასევე იცვლება თქვენს მიმართ დამოკიდებულება გარშემომყაფთანაგან.

აქვე აღვნიშნავ მნიშვნელოვან ნიუანსს - ცოლ-ქმარს შორის ყოველთვის შეიძლება ურთიერთობაში დეტალების შეცვლა და გაუმჯობესება, თუ რათქმაუნდა ეს ურთიერთობა დამანგრეველი არაა ქალისთვის და საზღვრებს არ ცდება.
რატომ არის შესაძლებელი შეცვლა? იმიტომ, რომ ცოლ-ქმარი უკვე, როგორც ერთი ჭურჭელია და ქალი თუ იცვლება, ქმარიც იცვლება...

ხოლო ვინც ჯერ ძიებაშია, ჩემი რჩევაა: სანამ ურთიერთობაში შეხვალთ, კარგად ისწავლეთ საკუთარი ენერგიის მართვა, შეიყვარეთ და მიიღეთ საკუთარი თავი, აიმაღლეთ თქვენი ქალური მდგომარეობა და თავისთავად მოიზიდავთ შესაფერისს პარტნიორს, რომელთანაც თავს უფრო ბედნიერად და ლაღად იგრძნობთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა