თეგებით ძიება

რას იწვევს სექსის უქონლობა?

ჩვენ ოდნავ ავხდით საიდუმლოებებს ფარდას: ვნახოთ, არსებობს თუ არა რეალური შედეგები, რაც სექსუალური ცხოვრების გარეშე ყოფნის პერიოდში ქალის ორგანიზმზე უარყოფითად აისახება!

უსექსობა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ დროებითი თავშეკავებისგან გამოწვეულ შედეგებს სხვა ფორმა აქვს.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ თუ თქვენ რეგულარული სექსი გქონდათ, მაშინ მისი გაქრობა გამოიწვევს სისუსტის, მწუხარების და უკმაყოფილების შეგრძნებას. როდესაც გრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ.

ზოგადად, თავშეკავებით გამოწვეული შედეგები სახარბიელო არ არის ხოლმე. კარგი ამბავია, რომ ეს შედეგები ნამდვილად არ მოგკლავთ. ჩვენ უბ
რალოდ გეტყვით, რა დაემართება (ან არც, ესეც ინდივიდუალურია) თქვენს სხეულს, როდესაც სექსზე უარს იტყვით.

მითები

თქვენი ვაგინა არ გახდება უფრო მჭიდრო. თავის შეკავება მას არ შეავიწროებს. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ლეგენდაა.

მამაკაცებსაც შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები

გასაკვირი არაა, რომ თავშეკავება უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის სექსუალურ მხარეზე და ზრდის ერექციული დისფუნქციის რისკს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებში რეგულარული სქესობრივი კავშირი დადებითად მოქმედებს მათ ლიბიდოზე. ანუ მართალია განცხადება: ”რაც მეტი, მით უკეთესი”.

მენსტრუაციის პერიოდი შეიძლება მტკივნეული გახდეს

შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბევრი ქალისთვის მენსტრუაციის დროს სექსი ტკივილის საუკეთესო შემამსუბუქებელია. საშვილოსნოს კუნთი ორგაზმის დროს იკუმშება, სისხლი უფრო სწრაფად მიედინება და თქვენ თავს უკეთ გრძნობთ. გარდა ამისა, სექსი ზრდის ენდორფინების დონეს, რომლებიც ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელს უდრის.

შფოთვამ შეიძლება იმატოს

არ გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ სექსი დაგეხმარებათ სტრესის და შფოთვის მართვაში. შოტლანდიელმა მეცნიერებმა თავიანთი გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც, რატომღაც, დროებით არ აქვთ სექსი, უარესად უმკლავდებიან საზოგადოების მხრიდან გამოწვეულ სტრესს, ვიდრე ისინი, ვისაც ორ კვირაში ერთხელ მაინც აქვს სექსი.
ფაქტია, რომ სექსის დროს "კარგი" ჰორმონები გამოიყოფა - ოქსიტოცინი და ენდორფინი, რომლებიც ამაღლებენ გუნება-განწყობას და სტრესის დონეს ამცირებენ.

გაციების რისკი უფრო მაღალია

რა კავშირშია სექსი და გაციება? სექსი ხელს უწყობს ჩვენი იმუნური სისტემის გაუჯობესებას. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სქესობრივი კავშირი ყოველ ორ კვირაში ერთხელ აქვთ, იმუნოგლობულინის დონე 30%-ით მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც სექსუალური ცხოვრება არ აქვთ. იმუნოგლობულინი ჩვენს ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს.

ინფექციების დაბალი რისკი
ყველაფერს აქვს რამდენიმე პლუსი! დიახ, სექსის არარსებობას აქვს თავისი დადებითი მხარეებიც. შარდსასქესო გზების ინფექციების დაახლოებით 80% თავს იჩენს სქესობრივი კავშირიდან დაახლოებით 24 საათში.
როგორც ხედავთ, უფრო მეტი უარყოფითი მხარეა, მაგრამ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, თუ პარტნიორი არ გყავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდ დღეში ხართ!

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა