სახლის მცენარეების ჯადოსნური თვისებები - რომელი ყვავილი უნდა გქონდეთ სახლში და რომელი არა?
ითვლება, რომ ოთახის მცენარეები წარმოუდგენელ ჯადოსნურ ძალას ფლობენ. ამ ძალის შემსწავლელი მეცნიერებაც კი არსებობს - ჰერბალიზმი.
ძველად მცენარეებს აღმერთებდნენ. ჩვენმა წინაპრებმა მცენარეების ჯადოსნური თვისებების შესახებ ბევრი რამ იცოდნენ, რისი საშუალებითაც მათი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა.
ვამპირი ყვავილები, რომლებიც სახლში არასასურველია - ეს პირველ რიგში, ხვიარა მცენარეებია. ისინი ჩხუბსა და ჭორებს იწვევენ, დადებით ენერგიას შთანთქავენ და სხვადასხვა დაავადებებს იზიდავენ.
ხვიარა მცენარე ოფისებშიც კი არასასურველია, სამაგიეროდ, სასურველია სახლის გარეთ, სადაც მცველის ფუნქციას შეასრულებს და უარყოფით ენერგიას სახლში არ შეუშვებს.
სურო - ვამპირი მცენარეა. სახლში მისი ყოლა არ შეიძლება, რადგან მამაკაცური ენერგია აქვს და ანადგურებს მამაკაცებს, რომლებიც სახლში ცხოვრობენ.
მონსტერა - ვამპირი მცენარეა. მისი გაჩერება საძინებელში ან ოთახში, სადაც ბავშვებს სძინავთ, აკრძალულია. ეს მცნარე მოხუცი ადამიანებისა და ბავშვების ენერგიით იკვებება.
დიფენბახია - ვამპირი მცენარეა. მისი პატარა ოთახებში ყოლა საერთოდ აკრძალულია, რადგან იქ არსებულ ენერგიას მთლიანად შთანთქავს. ამ მცენარის ყოლა შესაძლებელია მხოლოდ დიდ, დერეფნული ტიპის ოთახში, სადაც მუდმივად ბევრი ადამიანია. ამ შემთხვევაში ყვავილი პირიქით, სივრცეს გაასუფთავებს.
გვიმრა - ვამპირი მცენარეა და მისი სახლში გაჩერება არასასურველია, მაგრამ გვიმრის ყველა უარყოფითი თვისება შეიძლება განეიტრალდეს, თუ ენერგიულად არახელსაყრელ ადგილას, მაგალითად. ტელევიზორთან ახლოს განათავსებთ.
მცენარეები, რომლებსაც სახლში დადებითი ენერგია და ბედნიერება მოაქვთ:
მცენარეები, რომლებიც საძინებელში უნდა დადგათ:
სპატიფილუმი - სიყვარულის ყვავილი;
ანთურიუმი - მამაკაცებს სახლში იზიდავს;
ჰიბისკუსი - ასევე მამაკაცებს იზიდავს;
ორქიდეა - ასუფთავებს ენერგიას, აუმჯობესებს განწყობას.
წითელი გერანიუმი - აძლიერებს ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს; თეთრი შროშანები - სიმშვიდისა და სიყვარულის მცენარე. სასურველია, ფანჯრის რაფაზე დადგათ ისე, რომ მთვარის შუქი ეცემოდეს.
ბავშვის ოთახში სასურველია:
სველი ვანკა - (ბალზამი) - ძალიან დადებითი ყვავილია, ასუფთავებს ჰაერს და ენერგიას.
მცენარეები სამზარეულოსთვის:
ციტრუსი - აუმჯობესებს მადას;
გერანიუმი - ასუფთავებს ჰაერს და ენერგიას;
წითელი ია - აძლიერებს ოჯახის წევრთა ენერგიას;
ვარდისფერი ია - აძლიერებს სიყვარულის ენერგიას;
ლურჯი ია - ეხმარება შემოქმედებითი პორენციალის გამოვლენას; თეთრი - ასუფთავებს ენერგიას.
ქლოროფიტუმი - წმენდის ჰაერს ტოქსინებისგან და ოთახს დადებითი ენერგიით ავსებს.
სანსევიერია - ასუფთავებს ჰაერს და დადებითი ენერგიით ავსებს ოთახს.
ყვავილები, რომლებიც შესაფერისია მისაღები ოთახისთვის:
დრაცაენა - ეს არის მცენარე უსაფრთხოების სამსახური, დაცვის თანამშრომელი და ენერგიის ინდიკატორი. ის ზუსტად გრძნობს სახლის ენერგიას. თუ ეს ყვავილი ავადმყოფობს, მაშინ ოჯახის წევრებს პრობლემები ელით.
ფიკუსი - ასხივებს დადებით ენერგიას.
მირტი - ასუფთავებს ჰაერს და ათავისუფლებს ოთახს უარყოფითი ენერგიისგან.
მცენარეები სამუშაო ოთახისთვის:
„ფულის ხე" - ის აღმოსავლეთის მხარეს უნდა დადგათ, რომ ფული მიიზიდოს. ის თქვენი ფინანსური მდგომარეობის ინდიკატორია. თუ მცენარეს ფოთლები ცვივა, ფინანსურ პრობლემებს უნდა ელოდოთ.
„დოლარის ხე“ (ზამიოკულკასი) - იგივე თვისებები აქვს, რაც "ფულის ხეს" და უფრო დიდი თანხების მოზიდვა შეუძლია.