თეგებით ძიება

როგორ გაუმკლავდეთ დედამთილს? - რამდენიმე რჩევა სასოწარკვეთილი რძლებისთვის

ანეკდოტებში მთავარი როლების რაოდენობის მიხედვით, დედამთილი რა თქმა უნდა, სიდედრს ვერ შეედრება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ურთიერთობის დამყარება უფრო ადვილია. ამისათვის სწორი სტრატეგია უნდა შეიმუშაოთ.

ჩვეულებრივ, რძალსა და დედამთილს შორის დაძაბულობა ეჭვიანობისგან წარმოიქმნება, მაგრამ სინამდვილეში ასეთი საფრთხე არ არსებობს - მამაკაცის ცხოვრებაში თითოეულს თავისი როლი აქვს და ეს როლები ერთმანეთს არ ანაცვლებს.

ამის მიუხედავად, რძალიც და დედამთილიც ქვეცნობიერად უარესისთვის ემზადება. ამ შემთხვევაში ე.წ. პიგმალიონის ეფექტი მოქმედებს, ანუ უსიამოვნებების მოლოდინი უსიამოვნებების წარმოქმნას იწვევს. ვნახოთ რამდენიმე კლასიკური სიტუაცია და ამაზე ფსიქოლოგის რჩევა.

ბავშვი და დედა
„ჩემი დედამთილი ვერაფრით ეგუება იმ ფაქტს, რომ მისი შვილი გაიზარდა. ის დღემდე შვილის საცვლებს თავისი გემოვნებით ყიდულობს, როდესაც ორივე სამსახურში ვართ, ჩვენს სახლში მოდის, ყველა კარადას ათვალიერებს, მის ტანსაცმელს აუთავებს და მის საყვარელ კერძებს ამზადებს” - ეს დედამთილთან „ცივი ომის“ რეჟიმში მყოფი რძლის წერილია.

ზოგჯერ დედას შეიძლება გაუჭირდეს შვილის ზრდასრულ ასაკში გაშვება. ის წუხს, რომ რძალი მას კარგად არ უვლით, ამიტომ ცდილობს სიტუაციაზე კონტროლი დაამყაროს. გირჩევთ დედამთილი ოჯახურ ვახშამზე მოიწვიოთ და აჩვენოთ, რომ იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე მიკროტალღურ ღუმელში პიცის გაცხელებაა.

მზად იყავით იმისთვის, რომ დედამთილს ძალიან ეწყინება, თუ სახლში თქვენი ნებართვის გარეშე რაღაცეების შეცვლას აუკრძალავთ. აკრძალვის ნაცვლად, ეცადეთ დაარწმუნოთ, რომ დახმარებისთვის მადლობელი ხართ, მაგრამ გსურს, რომ მან პატივი სცეს თქვენი ოჯახის წესებს.

ექსპერტის მოსაზრება: ”დედა ამას იმიტომ აკეთებს, რომ ვაჟი ამის უფლებას აძლევს, ამიტომ ჰკითხეთ ქმარს რას ფიქრობს ამის შესახებ. თუ მას ყველაფერი სწყობს და დედის საქციელში უცნაურს ვერაფერს ამჩნევს, ეს ნიშნავს, რომ ის პატარა ბიჭის როლიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა. ეცადეთ ქმარს თავაზიანად აუხსნათ, რომ ურთიერთობის დამყარება ბიჭუნასთან კი არა, ზრდასრულ მამაკაცთან გსურთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქმართან ურთიერთგაგებას მიაღწევთ, სცადეთ დედამთილთან გასაუბრება .”

ჩხუბის შემდეგ
„დედამთილი ნებისმიერ შენიშვნაზე მკვეთრად რეაგირებს. უწყინარმა ხუმრობამაც კი შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს, რის შემდეგაც ერთმანეთს კვირების მანძილზე არ ველაპარაკებით. მაგალითად, ძალიან ეწყინა, როცა მისი აზრით, წარუმატებლად შევაფასე მისი ასაკის ერთ-ერთი მომღერლის გარეგნობა ” - ეს კიდევ ერთი სასოწარკვეთლი რძალია.

გირჩევთ ემოციებს არ აჰყვეთ. წყენა საშუალებას არ მოგცემთ, რომ სიტუაცია რეალურად დაინახოთ. ხშირი კონფლიქტები იმაზე მიუთითებს, რომ დედამთილი თავს უსარგებლოდ გრძნობს.

ეცადეთ „მშვიდობიან დროს“ უფრო ხშირად ესაუბროთ მის საქმეებზე, ჯანმრთელობაზე და ნაცნობობებზე. ეცადეთ მეტი კითხვა დაუსვათ, ყურადღებით უსმინეთ მის პასუხებს და უარი თქვით მისი ნათქვამის შეფასებებზე. იფიქრეთ იმაზე, რაც უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ოჯახური ჰარმონიისთვის - სიმართლის დადგენა თუ ქმრისთვის საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

გახსოვდეთ, როცა რთული საუბარი გარდაუვალია, პირველი ნაბიჯი თქვენ უნდა გადადგათ.

ექსპერტის მოსაზრება: ”ეცადეთ ყოველი დავის შემდეგ თქვენი გრძნობებიდა ემოციები გაუზიაროთ. მაგალითად, უთხარით, რომ წუხხართ უხერხული სიტუაციის გამო. რომ თქვენმა ნათქვამმა შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ეს განგებ არ გაგიკეთებიათ და ბოდიში მოიხადეთ. ეცადეთ აგრძნობინოთ, რომ უთანხმოების მიუხედავად პატივს სცემთ ”.

არ მოვწონვარ
”მის დედას თავიდანვე არ მოვეწონე. მუდმივად ჩემს სიდაბლეზე და ზედმეტ წონაზე მიანიშნებდა და მიაჩნდა, რიმ მის შვილს არ ვიმსახურებ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მწყინს, რადგან ჩემს ქმარს ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ. ” - მორიგი რძლის წერილიდან.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოტენციური დედამთილი გაცნობამდე ნეგატიურად არის განწყობილი სარძლოს მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რა არ აწყობს: სიმაღლე, წონა, ასაკი, ეროვნება თუ განათლება. აქ პრობლემა რძალში კი არა, დედამთილშია.

თქვენს ადგილას მის სამყაროც რომ ყოფილიყო, ნაკლს მაინც მოუძებნიდა. როდესაც ვინმეს აზრი გულს გტკენთ, ფსიქოლოგიური დაცვის ტექნიკა უნდა გამოიყენოთ. წარმოიდგინეთ, რომ მინის ქოლგის ქვეშ ზიხართ, რომელიც ყველა საწყენ სიტყვას წკარუნით ირეკლავს ან თქვენს შორის გონებრივად აგურის კედელი ააგეთ.

ყოველთვის გახსოვდეთ ჰილარი კლინტონის წესი: ”კრიტიკას სერიოზულად მიუდექით, მაგრამ გულთან ახლოს არ მიიკაროთ. თუ მასში სიმართლის მარცვალი მაინცაა, ყურადღებით მოუსმინეთ და ეცადეთ აქედან გაკვეთილი მიიღოთ, თუ არა - ყურადღება არ მიაქციოთ”.

ექსპერტის მოსაზრება: ”რა თქმა უნდა, თქვენი პირველი რეაქცია იქნება მტკიცება, რომ დედამთილის შეფასებები უსამართლოა. თქვენ ხომ ისეთი ლამაზი ხართ! გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანების წარმოდგენების წინააღმდეგ ბრძოლა თავიდანვე წარუმატებლობისთვის განწირულია. ეცადეთ განსხვავებულად მოიქცეთ.

მაგალითად, გამოავლინეთ დადებითი თვისებები, რომელთა შესახებ დედამთილმა არაფერი იცის. გამორიცხული არაა, რომ ცოტა ხნის შემდეგ თქვას:
„მერე რა, რომ ცოტა პუტკუნაა, სამაგიეროდ, სამი ენა იცის". დაანახეთ, რომ მის შვილზე ზრუნავთ, მათ ოჯახს პატივს სცემთ და ქმარს მოუწოდებთ, რომ მშობლებთან უფრო ახლოს იყოს. ხშირად ზრდასრული ვაჟების დედებს ყურადღება აკილიათ. თუ დედამთილმა დაინახა, რომ ქმარს დედასთან ხშირად დარეკვას და ყურადრების მიქცევას თხოვთ, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს რეიტინგს”.

ავტორიტარული დედამთილი
„მისი დედა გამუდმებით გვკარნახობს რა და როგორ უნდა გავაკეთოთ - ბორშის მომზადებიდან დაწყებული, ბავშვების აღზრდით დამთავრებული. ჩემი მოთმინება იწურება”.

დააკვირდით როგორი ურთიერთობა აქვს დედამთილს თავის მეუღლესთან და ნათესავებთან. ალბათ, ის ასეთ ჩვევას საკუთარ ოჯახში მიეჩვია და თქვენთანაც ინერციით აგრძელებს. სავარაუდოდ, თვითონაც ვერ ამჩნევს, რომ მბრძანებლური ტონით საუბრობს.

საექსპერტო დასკვნა: „დედამთილი მაშინ მბრძანებლობს, როდესაც რძალი მზადაა ამას შეეგუოს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ უთხრათ - გმადლობთ, მე აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს. პატივს ვცემ თქვენს აზრს, მაგრამ მეჩვენება, რომ ახლა სჯობს სხვანაირად მოვიქცე. გახსოვდეთ, მთავარია, კონფლიქტის ზონიდან დროულად გახვიდეთ, შემდეგ კი რა იცით, იქნებ კიდეც დამეგობრდეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა