-2კგ ორ დღეში - მწვანე დიეტა კივით
კივის შეუძლია უმოკლეს დროში მოხდენილად გაქციოთ! ეს მომჟავო ნაყოფი შესანიშნავია წონის კლებისთვის, თუკი ყოველ დილით, უზმოზე მიიღებთ.
კივი შეიცავს ცხიმისმწველ მცენარეულ ნივთიერება კარნიტინს; ასევე, ნაყოფი მდიდარია უჯრედისით და ვიტამინით C, ფლავონოიდებით და ანტიოქსიდანტებით. ამასთან - დაბალკალორიულია! იდეალურია განტვირთვის დღეებისთვის: მისი ქსოვილური სტრუქტურა საშუალებას გვაძლევს, ვაკონტოლოთ მადა.
სასარგებლოა 1 კივის მიღება უზმოზე, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუკი არ გაწუხებთ კუჭის წყლული ან გასტრიტი.
ეს ხილი ასუფთავებს ნაწლავებს, ხოლო მასში შემავალი ვიტამინების საბადო საშუალებას გვაძლევს, სწრაფად
დავნაყრდეთ.
განტვირთვის დღე კივიზე
კვირაში ერთხელ შესაძლებელია მოაწყოთ განტვირთვის დღე კივით. ამ დროს რეკომენდებულია, მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ 6 ცალი კივი და დალიოთ 1,5 ლ უცხიმო კეფირი ან ბუნებრივი იოგურტი. კივის ჯადოსნური თვისებების წყალობით 1 დღეში 2 კგ-ს დაიკლებთ.
განტვირთვის დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ასევე კოქტეილი: დააბლენდეროთ კივი, ფორთოხალი ან კენკრა კეფირთან ერთად. ეს კოქტეილი გაამრავალფეროვნებს განტვირთვის დღის მენიუს და საკვების შეზღუდვას არ გაგრძნობინებთ, ორგანიზმი კი ამ შემთხვევაშიც ეფექტურად გაიწმინდება!
გთავაზობთ კივის დიეტის 2 ვარიანტს, რომლებიც 7-7 დღეზეა გათვლილი.
მწვანე დიეტა კივით
1. საუზმე
მოიმზადეთ 1 შეკვრა სალათის ფურცლების, 1 ბულგარულის, 1 კივის, 2 ღერი მწვანე ხახვისგან სალათა, დაუმატეთ 1 ს/კ ფრანგული მდოგვი ან ლიმონის წვენი.
2. სამხარი 2 საათში
მოამზადეთ ბლენდერით კოქტეილი 1 მწვანე ვაშლის, 1 კივისა და 1 ბანანისგან. თუკი არ გაქვთ საშუალება კოქტეილის მომზადების, უბრალოდ, მიირთვით ეს სამი ხილი.
3. სადილი
დაასხით 3 ს/კ შვრიის ფანტელს ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი, დაუმატეთ ერთ მუჭა ქიშმიში, დაჭრილი მანდარინი და კივი. გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი მიირთვით ენერგეტიკული, ვიტამინებით სავსე სადილი!
4. სამხარი
მოამზადეთ ხილის სალათა: 1 ბანანი, 1 ვაშლი, 1 კივი და 1 ჭიქა კეფირი ან იოგურტი. შეგიძლიათ დაუმატოთ სალათას მწიკვი დარიჩინიც.
5. ვახშამი
მოხარშეთ ცოტაოდენი ყავისფერი ბრინჯი და მოამზადეთ ნოყიერი სალათა! 50 გ მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ 1 კივი, 1 ვაშლი ან მსხალი, სალათის ფოთლები და 1 ჭიქა კეფირი. სალათის შემადგენლობა ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ გვერწმუნეთ, ძალიან გემრიელია!
6. ძილის წინ
ასარჩევად: შეგიძლიათ მიირთვათ 1 ფორთოხალი ან დალიოთ 1 ჭიქა კეფირი
ცილოვანი დიეტა კივიზე
1. საუზმე
მოამზადეთ სალათა 100 გ მოხარშული ყავისფერი ბრინჯისგან, 1 ცალი კუბიკებად დაჭრილი კივისგან, 1 გახეხილი ვაშლის და 30 გ ყველი "ფეტასგან". მიაყოლეთ სალათას ფინჯანი მწვანე ჩაი.
2. სამხარი
2 საათში 1 ბანანი და 1 კივი. თუკი გაქვთ საშუალება, მოამზადეთ კოქტეილი 1 კივის, 1 ბანანისა და 1 ლიმონისგან.
3. სადილი
სუპერსალათა! დაჭერით კუბებად 150 გ მოხარშული ქათმის ფილე, ნახევარი გრეიპფრუტი, 2 კივი, 1 წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ცოტაოდენი მწვანე ხახვი. მოაყარეთ სალათას მარილი, პილპილი და მოასხით ლიმონის წვენი, ასევე, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი.
4. სამხარი
მოამზადეთ სალათა ნახევარი ბანანის, 2 კივის, 1 ჩ/კ ქიშმიშის და 200 გ უცხიმო, ნატურალური იოგურტისგან ან კეფირისგან.
5. ვახშამი
დაჭერით 50 გ ყველი "ფეტა" და 2 კივი, შეურიეთ 50 გ მოხარშულ ყავისფერ ბრინჯს, მოასხით 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ ცოტაოდენი ბაზილიკი.
6. ძილის წინ
შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა უცხიმო კეფირი ან იოგურტი.
marao.ge