თეგებით ძიება

ვჭამე და მუცელი გამომებურცა VS შემობერვა, მეტეორიზმი, დისკომფორტი მუცელში!⁣

⁣თუ გაწუხებთ მუდმივი შებერილობა, მეტეორიზმი, დისკომფორტი მუცელში, ეს უკვე ნაწლავების ანთებითი პროცესია და საკვების გადამუშავება მუდმივად დაუსრულებელია.

ამ შემთხვევაში, აუცილებლად გასტროენტეროლოგის ჩარევაა საჭირო! და რაც უფრო გადადებთ, მით გაუარესდება მდგომარეობა. ⁣

NASM London სერთიფიცირებული ⁣ფიტნეს პერსონალური მწვრთნელი და NASM Fitness Nutritionist ნუტრიციოლოგი, ნინო ჩერქეზიშვილი, თქვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო რჩევებს გთავაზობთ.

მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი! თუმცა ძირითადი გამოსაკვლევი და გამოსარიცხი ჩამონათვალი შემდეგია:⁣

დიეტური ნახშირწყლების გადაჭარბება (დიეტაზე მყოფი ადამიანი, ზედმეტად უმატებს ბოსტნეულს და ამცირებს რთულ ნახშირწყალს! ჭარბი დოზით ბოსტნეული იწვევს შებერილობას).⁣

SIBO სინდრომი (small intestine bacterial overgrowth) ანუ სწორი ნაწლავის ბინადარი კეთილი ბაქტერიები ზედა ნაწლავში მიგრირებენ და მოქმედებენ სხეულისთვის ბოროტად - ეს ჩვენი ენით და ისე მოიძიეთ ამ სინდრომზე ინფო, საინტერესოა! გადაჭარბებული ბოჭკო (ბოსტნეული) შეიძლება იყოს სიბო-ს გამომწვევი მიზეზი. ⁣

ჰელიკო ბაქტერია⁣
პარაზიტები (ჭიები)⁣
გლუტენის აუტანლობა⁣
რძის პროდუქტის აუტანლობა⁣

FODMAPS პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღება (ფოდმაფსი არის ერთგვარი ინდიკატორი ნახშირწყლებში. რაც უფრო მეტ FODMAPS შეიცავს პროდუქტი, მით მეტია შემობერვის ალბათობა. თუმცა დაუშვათ ავიღოთ ხახვი, ერთ-ერთი ფოდმაფ კონცენტრირებული ბოსტნეული, შეიძლება მე გამბეროს, მაგრამ თქვენ - არა. ანუ ესეც ინდივიდუალურია, ვისი სხეული როგორ ებრძვის მათ, თუმცა არსებობს generally დადგენილი მაღალ ფოდმაფიანი პროდუქტები, რომლებიც ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ გუგლში, შემდეგ დაუკვირდეთ მათი მიღებისას როგორ გრძნობთ თავს და თუ გაგბერათ, შეამციროთ მათი მიღება) ⁣

ხოლო, თუ საკვების მიღებაზე უბრალოდ მუცელი გებურცებათ, მაგას არაუშავს! მეც ერთ ლუკმაზე ორსულს ვგევარ, მაგრამ რა პრობლემაა, ჰუ ქეარს?! მთელი დღე 1 კგ ხანდახან მეტ საკვებს ვიღებთ და 2 ლიტრ წყალს ვსვავთ, რა თქმა უნდა გაგებურცებათ! ⁣

დილით არის თქვენი ნამდვილი ტანი, ამიტომ კარგად დატკბით სარკეში, დაიმახსოვრეთ როგორი აკრული მუცელი გაქვთ და მთელი დღე მაგ ვიზუალით აღიქვით სხეული!", - წერს ავტორი Cherry\'s Fitness.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა