ლარი გამყარდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2982 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2994 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9977 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9801 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.76 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4433 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.5222 ლარი ეღირება.