თეგებით ძიება

ოპოზიცია ერთიან ფორმატს ინარჩუნებს და მორიგი შეხვედრისთვის ემზადება

საპარლამენტო ბოიკოტის შემდგომ, ოპოზიცია მალე შეხვედრებს განაახლებს, რათა სამოქმედო გეგმა დასახოს და გაზაფხულიდან აქტივობები გაანახლონ.
როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, პარლამენტში მარტო დარჩენილი ქართული ოცნება დიდ ხანს ვერ გაძლებს და ქვეყანაში აუცილებლად ჩაინიშნება ახალი არჩევნები.
"ოპოზიციის მთავარი გეგმა ახალი არჩევნების ჩანიშვნაა. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიაც და მთავარი ამოცანაც აქამდე მისვლაა. ოპოზიციამ უკვე გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამისთვის, როდესაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. მერწმუნეთ, ერთპარტიული პარლამენტი ქართული ოცნებისთვის უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ჩვენ ახლა პარლამენტში ვიყოთ წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია პარლამენტს გარეთ მიმდინარე პროცესებიც. ჩვენ მალე დავიწყებთ აქტიურ შეხვედრებს, რათა სამოქმედო გეგმა დავსახოთ" - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა