თეგებით ძიება

რუსეთი დამარცხდა, სტრასბურგის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო 12 წელია ელოდება - თინა ბურჯალიანის პირველი კომენტარი

სტასბურგის გადაწყვეტილება - იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი "მთავარ ართხან" ამბობს, რომ ყველა ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა ქართულ მხარეს, დაკმაყოფილებულია. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი აგრესორია.

"ამ წუთას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა - ეთნიკური ქართველების გამოდევნის და მათი უკან დაბრუნების ხელის შეშლისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხინვალის რეგიონში. სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ ეს არის ადმინისტრაციული პრაქტიკა - ადგილი ჰქონდა არა კონკრეტულად იზოლირებულ ფაქტებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის, არამედ ეს იყო კარგად ორგანიზებული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა და პასუხისმგებელია. ასევე სასამართლომ ცალსახად გამოყო, რომ რუსეთის ფედერაცია იყო პასუხისმგებელი უკანონო დაკავებებზე სამოქალაქო პირების. მათ არასათანადო მოპყრობაზე...

160 სამოქალაქო პირი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში იყო დაკავებული ერთად მოთავსებული ეს ადამიანები, მაშინ, როდესაც კონცერტი მიმდინარეობდა გარეთ. ასევე ცალსახა დარღვევა დაადგინა და რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ომის ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობაზე და წამებაზე. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ უმსჯელია კომპენსაციის თემაზე...ეს გადაწყვეტილება აქცენტს აკეთებს ბრალეულობაზე რუსეთის ფედერაციის", - ამბობს თინა ბურჯალიანი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ცალსახად ამბობს, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა მოახდინა .

სარჩელი სტრასბურგში წინა ხელისუფლებს დროს შევიდა. საქმეს იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი ნიკა გვარამია უძღვებოდა. თინა ბურჯალიანი, კი მტკიცებულებებით ხელში დადიოდა ევრიოულ სასამართლოში.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა