პანდემიის გამო შესაძლოა ზოგიერთი ბრენდი საერთოდ გაქრეს - რითეილ გრუფ ჯორჯია
რითეილ გრუფ ჯორჯიას დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა პანდემიის პირობებში რითეილ სექტორის მდგომარეობაზე და ქართული ბაზარიდან უცხოური ბრენდების გასვლაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე რითეილ ჯგუფის პორტფელში არსებული არც ერთი ბრენდი პანდემიის გამო ქათულ ბაზარს არ ტოვებს, ხოლო რაც შეეხება გლობალურ პროცესებს, მაღალაშვილი აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო შესაძლოა ზოგიერთი ბრენდი საერთოდ გაქრეს.
რითეილ გრუფ ჯორჯიას შემოსავალი პანდემიის გამო, დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
"პანდემიის გამო ჩვენ დაახლოებით სამთვენახევარი სრულიად გაჩერებულები ვიყავით, ამ პერიოდის გამოკლებით, შარშანდელთან შედარებით ჩვენი გაყიდვები 40%-ით შემცირდა. ხოლო თუ ამ თვეებსაც დავამატებთ მაშინ ჩვენი შემოსავალი ნახევარზე ბევრად ნაკლებია - აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.
რეზო მაღალაშვილის განცხადებით ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის ოპერატორი კომპანიები არიან, რომლებიც ფრენჩაიზის უფლებას ფლობენ და მათი ფინანსური მდგომარეობა დამოკიდებულია არა თვითონ ბრენდებზე, არამედ არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე.
"შეიძლება თვითონ ბრენდი მაგალითად, საფრანგეთში ძლიერი იყოს, თუმცა ოპერატორმა, რომელიც საქართველოში ოპერირებს, უბრალოდ დიდი ხანი ვერ გაძლოს, თუ ეკონომიკა ნორმალურ მდგომარეობას არ დაუბრუნდა", - აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.
რეზო მაღალაშვილმა ბიზნესის საქმიანობის განახლებაცზეც ისაუბრა და განმარტა, რომ როგორც წესი რითეილ გრუფი და სხვა ბიზნეს კომპანიებიც რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილებას 2-3 დღით ადრე იღებენ.
მისივე განცხადებით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გახსნის პროტოკოლებზე კომუნიკაცია ხდება და პოზიტიური მოლოდინი აქვთ.
"როგორი იქნება ეკონომიკის გახსნა ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. დეკემბერში გახსნა აუცილებელი იყო და სავაჭრო ცენტრები ამისთვის ყველაფერზე მიდიოდნენ, იქნებოდა ეს თანამშრომლების ტრანსპორტირება თუ სხვა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
რითეილ სექტორში თებერვალი ყველაზე სუსტი თვეა, თებერვალში იმის მეთედი ნაკადი არ არის, რაც დეკემბერშია.
შესაბამისად, შემოსავლებიც ძალიან დაბალია და მნიშვნელოვანია რომ შეზღუდვები მოიხსნება, რომ გახსნას აზრი ჰქონდეს და ელემენტარულად შემოსავლებმა ხარჯების გადაფარვა შეძლოს.
ასევე ველოდებით რა მიმართულებით მოიხსნება შეზღუდვები, იქნება ეს ტრანსპორტი, შაბათ-კვირას ვაჭრობის დაშვება, სამუშაო საათების გაგრძელება თუ სხვა.
კრიზისულ სიტუაციებს ჯერჯერობით თავი წარმატებით გავართვით, ამ წელმა ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ კრიზისების მართვაში მოგვცა- აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა
მაღალაშვილის განმარტებით იმისათვის რომ ბიზნესმა გადაწყვეტილებები მიიღოს, უღირს თუ არა ქსელის სრულიად გახსნა, გაურკვევლობაში არ უნდა იყოს და უნდა იცოდეს რა შემთხვევაში შეიძლება, ისინი კვლავ დახურვის საფრთხე დაგდგნენ.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ დინამიკა კარგისკენ მიდის თუ ცუდისკენ, ბოლო პერიოდში თითქოს კარგისკენ მიდიოდა და ვიხსნებოდით, თუმცა 18-ში არ გავიხსენით.
კარგი იქნება რომ ამ პროცესს პროგნოზირებაც დაემატოს, მესმის რომ პანდემიაა და პროგნოზირება რთულია , თუმცა კარგი იქნება, რომ ეს რაღაც ელემენტარულ დონეზე მაინც იყოს შესაძლებელი.
ერთი რაც მთავრობამ იმედის მომცემი გვითხრა არის ის, რომ მოლების და სავაჭრო ცენტრების გახსნა პირველი თებერვლისთვის იმიტომ გადაწიეს, რომ კვლავ დახურვის საჭიროება აღარ დადგეს. ეს სასიხარულოა და თუ ეს ასეა იქნება იმ 12 დღის დაკარგვაც ღირდა - აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში".