ირაკლი ღარიბაშვილი - კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე
დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა. ჩვენ თანმიმდევრულად, სამართლებრივი გზით საერთაშორისო სასამართლოში მოვუგეთ დავა რუსეთს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს მნიშვნელოვანი დღეა თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.