თეგებით ძიება

ხელისუფლება დაჭერების ახალ სერიას იწყებს? - "კარტოგრაფების საქმეში სალომე ზურაბიშვილის ჩვენებაც დევს... მასალა დამონტაჟებულია.."

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეო და აუდიო მასალას ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები "დაჭრილსა და დამონტაჟებულს" უწოდებენ.

უფლებადამცველები, რომლებიც მასალებს ნაწილს უკვე გაეცნენ, აღნიშნავენ, რომ ვიდეო-აუდიო მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც კარტოგრაფების ბრალეულობას დაადასტურებს.

ამასთან, როგორც ირკვევა, საქმეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩვენებაც დევს, თუმცა დაცვის მხარისთვის ჩვენების შინაარსი უცნობია.

"ეს არის ძალიან ცუდი მცდელობა პროკურატურისგან, რომ ამ ვიდეო-მასალებზე არსებული მონტაჟის სახით, რაც გამოიხატება გარკვეული აუდიო ვიზუალური ეფექტების დადებაში, პროკურატიურა შეეცადა შეექმნა განცდა საზოგადოებაში, რომ ძალიან მნიშვნალოვანი მტკიცებულებით ამყარებენ საკუთარ ბრალდებას. ეს ასე არ არის, რადგან ამ მტკიცებულებებშიც ცალსახად ჩანს, და ივერი მელაშვილი ცალსახად ადასტურებს, რომ არცერთი მონაკვეთი აზერბაიჯანისთვის არ დაგვითმია. რომელიც 38 წლის რუქით მას არ ეკუთვნოდა. საზღვარი არ გავლებულა ისე, რომ საქართველოს ინტერესები დაზიანებულიყო"
- აცხადებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

ილიჩოვას ადვოკატის თქმით, მისი კლიენტის წინააღმდეგ 23 წამიანი ვიდეო დევს, რომელიც "არაფერს ამტკიცებს".

ცნობისთვის, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერში ივერი მელაშვილი საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ თავმჯდომარე გოგი მანჯგალაძეს ახსენებს. შესაბამისად ჩნდება კითხვა გახდება თუ არა აღნიშნული ჩანაწერი მანჯგალაძისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი. საქმის პროკურორი ამირან გულაშვილი ამბობს მხოლოდ იმას, რომ "დამნაშავე პირთა წრე გაიზრდება".

კარტოგრაფების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს გაიმართება.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა