თეგებით ძიება
22. 01. 2021 მსოფლიო

უნგრეთმა რუსული ვაქცინის შესყიდვისა და ქვეყანაში იმპორტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

რუსეთის ინვესტიციების ფონდმა და ოფიციალურმა ბუდაპეშტმა გააფორმეს ხელშეკრულება Sputnik V-ის ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს მას შემდეგ, რაც აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი, მიხაილ მურაშკო შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიარტოს, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა.

მხარეებმა განიხილეს შეთანხმების რეალიზების საკითხი- სიარტომ ვაქცინაციის დაჩქარებას ეროვნული პრიორიტეტული საკითხის უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს მრავალი უნგრელის სიცოცხლეს გადაარჩენს.

„ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულის გამომწვევია, გაცნობოთ იმის შესახებ, რომ ჩვენ დღეს გავაფორმეთ შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთი ვაქცინას მიაწვდის უნგრეთს სამ ეტაპად“ - აღნიშნა მურაშკომ.

შეგახსნებთ, რომ უგრეთი პირველია ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომელმაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა