თეგებით ძიება
20. 09. 2024 მსოფლიო

გერმანიაში ლტოლვილების და თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობამ ახალ მაქსიმუმს მიაღწია

გერმანიაში, ლტოლვილის, თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით 3,5 მილიონი უცხოელია დარეგისტრირებული, რაც ახალი მაქსიმალური მაჩვენებელია.

როგორც გაზეთი Neue Osnabrücker Zeitung ქვეყნის უცხოელების ცენტრალური რეგისტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს მაჩვენებელი ასევე ითვალისწინებს მათ, ვისაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ეთქვათ, მაგრამ ისინი ქვეყანაში რჩებიან, რადგან მათი დეპორტაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ამ ადამიანების რაოდენობა 60 ათასით მეტია, ვიდრე 2023 წელს. ბოლოს უცხოელების ასეთი რაოდენობა გერმანიაში 1950-იან წლებში დაფიქსირდა.

2023 წელთან შედარებით 45 ათასით გაიზარდა უკრაინელი ლტოლვილების რიცხვიც და დღეს 1, 18 მილიონს აღწევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა