თეგებით ძიება
22. 01. 2021 მსოფლიო

"კანაფის აქტივისტი" უფასო მარიხუანას სთავაზობს იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდ 19-ის ვაქცინას გაიკეთებენ

"მარიხუანის უფლებების დამცველი აქტივისტი", ადამ ეიდინგერი, რომელიც ლეგალიზაციისთვის წლების განამვლობაში იბრძოდა, ცდილობს წაახალისოს კოვიდ 19-ის ვაქცინაციის პროცესი- იგი უფასო მარიხუანას პირდება იმ ხალხს, რომლებიც ვაქცინას მიიღებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული საინფორმაციო სააგენტო, TMZ ავრცელებს, რომლის პირდაპირ ეთერშიც ეიდინგერმა ახალი ინიციატივა გააჟღერა- იგი პირდება ქალაქ ვაშინგტონის მოქალაქეებს უფასო მარიხუანას, სანაცვლოდ კი მათ ვაქცინა უნდა გაიკეთონ. მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი არის ვაქცინაციის წახალისება და იმ პირთა გამხნევება, რომლებიც იმუნიზაციის პროცესს სკეპტიკურად უყურებენ და უნდლობლობას უცხადებენ მეცნიერებას.

„ შეხედეთ, მეცნიერება, რომელიც ხელს უწყობს კანაფის უსაფრთხოებას და ეფექტურობას უამრავ საკითხში, ვაქცინებისაგან შფოთვის მოხსნაშიც, ასევე მხარს უჭერ მეცნიერებს, რომლებიც მუშაობენ ვაქცინებზე“- განაცხადა ადამ ეიდინგერმა TMZ-ის პირდაპირ ეთერში.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა