თეგებით ძიება
22. 01. 2021 მსოფლიო

ისრაელის საჰაერო ძალებმა სირია დაბომბეს- ებრაულმა ავიაციამ იანვარის თვეში უკვე სამი ავიაეირიში განახორციელა

ოფიციალური დამასკოს ცნობით, ისრაელის ავიაციამ ქვეყნის ცენტრალურ პროვინციაში საჰაერო იერიშები განახორციელა. თავდაცვის უწყების თქმით, რაკეტების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა მოიგერიეს.

სირიის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა ებრაული სამხედრო თვითმფრინავების მოქმედების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, დაიბომბა ჰამას რეგიონი. ამის შესახებ ინფორმაციას al Jazeera ავრცელებს. ჟურნალისტების თქმით, ავიადაბომბვა მეზობელი ლიბანის საჰაერო სივრციდან, ქალაქ ტრიპოლიდან განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა უკანასკნელი წლების განმავლობაში ასეულობით ავიადაბომბვა განახორციელა ირანთან დაკავშირებულ სამხედრო ძალებზე სირიაში. 2021 წელს ისრაელის საჰაერო ძალების მხრიდან ეს უკვე მესამე ავიაიერიშია სირიის ტერიტორიაზე.

13 იანვარს ერთ-ერთი მსგავსი შეტევის დროს მოკლულ იქნა ირანთან დაკავშირებული სამხედრო დანაყოფის 57 წევრი, დაიჭრა ათეულობით და აგრეთვე განადგურდა იარაღის საწყობებიც.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა