ლარი გაუფასურდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0064 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9977 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.87 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4457 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.5293 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 იანვრიდან შევა ძალაში.
წყარო:pia.ge