თეგებით ძიება

როგორ იმოქმედებს რეტროგრადული მერკური 2021 წელს ზოდიაქოს ნიშნებზე?

რა არის რეტროგრადული მერკური, რატომ უნდა ვიყოთ ამ პერიოდში ფრთხილად და რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს?

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ თუ მერკური რეტროგრადულ პერიოდში შევიდა, საქმე სახუმაროდ აღარაა. ისინი გვირჩევენ, რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად მშვიდად და ფრთხილად ვიმოქმედოთ და ვეცადოთ სიტუაცია არ გავამძაფროთ.

რეტროგრადული მერკურის პერიოდები 2021 წელს

30 იანვარი - 21 თებერვალი
30 მაისი - 23 ივნისი
27 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

ვნახოთ, როგორი იქნება რეტროგრადული მერკურის გავლენა 2021 წელს ზოდიაქოს ნიშნებზე

ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებული ყურადღება ფინანსების მიმართულებით უნდა გამოიჩინონ. ეცადეთ თქვენი ხარჯები მკაცრად აკონტროლოთ. სასურველია, რომ საგანგერო რვეული აწარმოოთ, სადაც ყველა ხარჯს ჩაწერთ და გაანალიზებთ. ეს ზედმეტ ხარჯებს თავიდან აგაცილებთ.
განსაკუთრებული ყურადღება ფასიან ქაღალდებს უნდა მიაქციოთ. სანამ რაიმე დოკუმენტს ნაგავში მოისვრით, თავიდან ბოლომდე ყურადღებით წაიკითხეთ.

კურო
რეტროგრადული მერკურის პერიოდში კუროს „სუსტი წერტილი“ ურთიერთობაა. სასურველია, რომ ამ დღეებში თქვენი „კონტაქტების სიას" გადახედოთ და საბოლოოდ გათავისუფლდეთ ადამიანებისგან ვისაც არ ენდობით. ეცადეთ უფრო მომთმენი გახდეთ სხვების მიმართ, მაშინაც თუ ისინი ძალიან გაღიზიანებენ. გაიცხრეთ აგრესია, თორემ წინ ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლები გელით!

ტყუპები
ტყუპებმა განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას უნდა მიაქციონ - სტრესებით დასუსტებული იმუნიტეტი შეიძლება გაუმართავად მუშაობდეს. მიიღეთ ვიტამინები, მცენარეული ნაყენები და სხვა გამოცდილი, სამკურნალო საშუალებები. ეცადეთ ექიმთან ვიზიტისთვის დრო გამონახოთ. ხელსაყრელი პერიოდია საქმიანი ქაღალდების მოწესრიგებისთვის.

კირჩხიბი
დროა, ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობა დაიწყოთ. თანაც, მხოლოდ მეგობრებთან და კოლეგებთან კი არა, არამედ ოჯახის შიგნითაც. გახსოვთ, ბოლოს როდის გქონდათ გულწრფელი საუბარი შვილებთან და მშობლებთან? რეტროგრადული მერკურის მიუხედავად, ახლა ხელსაყრელი პერიოდია გარკვეულ ასპექტებში გასარკვევად და შეიძლება დაძაბული ურთიერთობებიც კი გამოასწოროთ.

ლომი
თავი შეიკავეთ აქტიურობისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. ერიდეთ ძვირადღირებული ნივთების შეძენას და გარიგებების დადებას. ამან შეიძლება მხოლოდ ნერვიულობა და იმედგაცრუება მოგიტანოთ.

ქალწული
მერკური ქალწულების მმართველია. ერთი მხრივ, ისინი მოიპოვებენ დამატებით ძალას, რაც მათ წინსვლაში დაეხმარება. მეორე მხრივ, ისინი უფრო ნერვიულები, ეჭვიანები და სკანდალურები გახდებიან. მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანეს საქმეებსაც კი ადვილად უმკლავდებიან, ქალწულებმა პროცესები თვითდინებაზე არ უნდა მიუშვან. მკაცრი კონტროლი შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ!

სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვურჩევთ წესრიგის დამყარება და ამაში მხოლოდ სახლის დასუფთავება არ იგულისხმება. მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, ყველაფერი, რასაც არ იყენებთ და შეადგინეთ მკაფიო სამოქმედო გეგმა. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. ერიდეთ არაჯანსაღ საკვებს, ალკოჰოლს და სტრესულ ვითარებას.

მორიელი
გირჩევთ გარკვეულწილად შეანელოთ თქვენი აქტიურობა. ახლა წვრიილმანებზე ყურადრების გადატანის დრო არაა. ეცადეთ პრიორიტეტები განსაზღვროთ და ყურადღება ყველაზე მთავარზე გადაიტანოთ. ნაკლები ძალისხმევა , მოვლენები თვითდინებაზე უნდა მიუშვათ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის ეს მეორე ცდის დრო დადგა. შეგიძლიათ ისევ სცადოთ ის, რაც ოდესღაც არ გამოგივიდათ ან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა სცადოთ.
მაგრამ შეზღუდვებიც არსებობს! ერიდეთ საქმეს, რომელიც დოკუმენტებს და ბიუროკრატიას უკავშირდება და კიდევ, გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ დათმობა აუცილებელია, თუნდაც ამის გაკეთება არ გსურდეთ.

თხის რქა
მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში ცვლილებები გელით - ვიღაც დაგშორდებათ, ვიღაც კიი პირიქით, უახლოეს პოზიციებს დაიკავებს.
ყურადღება მიაქციეთ სამსახურეობრივ საქმეებს და უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამოგეპაროთ. ხელმძღვანელობა ყურადღებით გაკვირდებათ და მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება ახალი ცოდნა და უნარები დაგჭირდეთ.

მერწყული
მერწყულებმა უნდა გააანალიზონ საკუთარი ცხოვრება, მოქმედებები და გეგმები. ეცადეთ პრიორიტეტები სწორად გაანაწილოთ და მიუწვდომელზე ოცნება შეწყვიტოთ. ახლა ყველაზე მთავარია უახლოესი მოქმედებების ყველა წვრილმანის დაგეგმვა და სწორად მოქმედება.

თევზი
თევზებს ცხოვრებაში შეცვლასთან დაკავშირებული უამრავი გეგმა აქვთ. სწორედ ახლა შეგიძლიათ ყველაფერი უბრალოდ და მოულოდნელად შეცვალოთ.
ფინანსური მდგომარეობა არასასურველია. მოემზადეთ ქამრების შემოსაჭერად და მოიფიქრეთ ფულის დაზოგვა როგორ შეგიძლიათ. იქნებ ბანკის კრედიტებზე და ვალებზე დაფიქრდეთ, რომლებიც განვითარებაში ხელს გიშლით. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვალები მოიცილოთ და აღარასოდეს აიღოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა