თეგებით ძიება
23. 01. 2021 მსოფლიო

მეცნიერებმა კორონავირუსის პირველი 3D ფოტო შექმნეს

SARS-CoV-2 ვირუსის 3D ფოტო პირველემბა ავსტრიელმა მეცნიერებმა შექმნეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე მხოლოდ კომპიუტერული მოდელების გამოსახულებები გამოიყენებოდა.

მოცემული გამოსახულება წარმოადგენს ნამდვილი SARS-CoV-2 ვირუსის 3D ფოტოს, მყისიერად გაყინული სინჯიდან მიღებულს.

ის შექმნა Nanographics –ის ფირმამ, რომელიც ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილეული კომპანიაა - აცხადებს DW.

შემქმნელმა ფირმამ გამოიყენა პეკინში ცინჰუას უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემები. ჩინელმა მეცნიერებმა შეძლეს სინჯებიდან კორონავირუსის დაუზიანებელი ნაწილაკების გამოყოფა, მათი სკანირება და ციფრულ ფორმატში შენახვა. მეცნიერები მაქსიმალურად შეეცადნენ არ შეცვლილიყო ცილათა სტრუქტურები ვირუსის ნიმუშებში.

Nanographics –ის ფირმის სურათებში კორონავირუსები მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს, თუმცა,
ცალკეული ეგზემპლარების გამოყოფა მაინცაა შესაძლებელი, როგორც ამ გამოსახულებაზე!

მეცნიერებმა კორონავირუსის პირველი 3D ფოტო შექმნეს

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა