თეგებით ძიება
23. 01. 2021 მსოფლიო

კორონავირუსის ბრიტანული შტამი უფრო მეტად სასიკვდილოა - BBC

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც წლის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, არამხოლოდ უფრო სწრაფია, არამედ, შესაძლოა, ბევრად სახიფათოც იყოს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

"შეგვატყობინეს, რომ უფრო სწრაფად გავრცელების გარდა, ჩანს, რომ ლონდონში და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში აღმოჩენილი ახალი შტამი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს უფრო ხშირ სიკვდილიანობასთან", - აცხადებს ჯონსონი.

მისივე თქმით, შემუშავებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის როგორც ძველ, ასევე ახალი ვარიანტის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ covid-19-ის ბრიტანული შტამი, მსოფლიოს 60 ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა