თეგებით ძიება
23. 01. 2021 მსოფლიო

ბაიდენის ბოდიში - ახალმა პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მოუბოდიშა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმთან მობილიზებულ ეროვნული გვარდიის წევრებს ბოდიში მოუხდა. BBC-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამხედროს მანქანების სადგომზე მძინარე სამხედროების სურათი ინტერნეტში გავრცელდა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დაურეკა ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაურს, ბოდიში მოუხდა და დაინტერესდა, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ვითარების გამოსასწორებლად. პირველმა ლედიმ კი, ჯარისკაცები პირადად მოინახულა და თეთრი სახლიდან საჩუქრად ორცხობილები მიუტანა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ღონსძიების უსაფრთხოების მიზნით, ვაშინგტონში 25 ათასზე მეტი ეროვნული გვარდიელის მობილიზაცია განხორციელდა.

ბაიდენის ბოდიში - ახალმა პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მოუბოდიშა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა