თეგებით ძიება
23. 01. 2021 მსოფლიო

ლარი კინგი გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი ტელეწამყვანი, ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლარი კინგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მას 2017 წელს ფილტვების სიმსივნე დაუდგინდა.

ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში მიჰყავდა.
ბოლო წლებში ის რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანია „რაშა თუდეიში“ მუშაობდა. მას ცნობილ ადამიანებთან 50 ათასზე მეტი ინტერვიუ აქვს ჩაწერილი. ის ემის ლაურეატი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა