თეგებით ძიება
23. 01. 2021 მსოფლიო

150-კაციანი ქორწილი პოლიციამ დაშალა - ღონისძიება ფარულად იმართებოდა

სამართალდამცველებმა ლონდონის ჩრდილოეთში, ერთ-ერთ სკოლაში ფარულად მიმდინარე 150-კაციანი ქორწილი დაშალეს. ამის შესახეb BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ღონისძიებაზე სამართალდამცველების გამოჩენისას, სტუმრები გაიქცნენ. ქორწილის ორგანიზატორებს იზოლაციისა და შეკრების წესის დარღვევის გამო, ჯარიმის სახით 10 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ.

თავიდან ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ ქორწილში 400 სტუმარი იმყოფებოდა.

თავის მხრივ სკოლამ განაცხადა, რომ მათ ფართი გაქირავებული აქვთ, თუმცა ინფორმაციას არ ფლობდნენ ქორწილის გამართვის თაობაზე.

ფაქტს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი. მისი თქმით, ბორის ჯონსონი მხარს უჭერს პოლიციის მიერ მკაცრი ღონისძიებების გატარებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კოვიდპანდემიის გამო დაწესებულ წესებს არღვევენ.

შეგახსენებთ, რომ კოვოდპანდემიის გამო, ევროპაში ყველაზე მძიმე ვიტარება სწორედ დიდ ბრიტანეთსია. ქვეყანაში ებრძვიან კორონავირუსის როგორც ძველ, ასევე აახალ ვარიანტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა