თეგებით ძიება
24. 01. 2021 მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებულთა რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა. worldometers.info-ს სტატისტიკით, ამჟამად covid-19-ის 99 338 137 შემთხვევა არის დადასტურებული.

მსოფლიოში ყველაზე რთული ვითარება არის აშშ-ში, სადაც ვირუსით დაინფიცირდა 25 566 789 ადამიანი, ხოლო 427 635 გარდაიცვალა.

რაც შეეხება ევროპას, აქ ყველაზე მძიმე ვითარება ბრიტანეთშია. ქვეყანაში ვირუსით 3 617 459 ადამიანია დაავადებული, ხოლო 97 329 გარდაცვლილი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ებრძვიან ვირუსის როგორც ძველ ვარიანტს, ასევე ე.წ. ბრიტანულ შტამს, რომელიც ძველთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტად სახიფათოცაა.

ინფიცირებულთა რაოდენობით, მსოფლიოში პირველ ადგილას აშშ-ია, მას მოსდევს ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.

მსოფლიოში კორონავირუსით საერთო ჯამში 2 130 626 ადამიანია დაღუპული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა