თეგებით ძიება
24. 01. 2021 მსოფლიო

საწოლში საუზმის მიტანის და გაღვიძების გამო, ქმარმა ცოლს მდუღარე წყალი გადაასხა

28 წლის ალი აიემ თავის 23 წლის ცოლს, რუკიე აის ადუღებული წყალი იმის გამო გადაასხა, რომ ქალმა მძინარე ქმარს სიურპრიზი მოუწყო - საწოლში საუზმე მიართვა. როგორც აღმოჩნდა, ქმარს ეძინებოდა და რადგან ცოლმა გააღვიძა, გაბრაზდა. შემთხვევა თურქეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

შემთხვევა 9 იანვარს მოხდა. წყვილი 5 წელია დაქორწინებულია. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ქალმა თავისი ჯანმთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. მე საუზმე მოვუმზადე და გავაღვიძე. ის ძალიან გაბრაზდა, მეკითხებოდა რატომ გამაღვიძეო და მითხრა, რომ აღარ შემეწუხებინა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ქალიშვილთან ერთად მესაუზმა. თუმცა, როცა მან გაიღვიძა კიდევ ცუდ ხასიათზე იყო და მითხრა, რომ განქორწინება უნდოდა, ბავშვზე მეურვეობასის უფლებასაც წამართმევდა.. შემდეგ ცხელი წყალი გადამასხა. გაქცევა მინდოდა, მაგრამ გონება დავკარგე. როცა გონზე მოვედი, ქალიშვილის ოთახისკენ გავიქეცი, თუმცა მან დამიჭირა, თმაში მწვდა და აბაზანაში შემათრია. მხოლოდ ჩემი ქალიშვილის ტირლმა მომცა ძალა. მოგვიანებით მეზობელს შევაფარე თავი და პოლიცია გამოვიძახეთ“,- ამბობს ის.

ახლა რუკიე საავადმყოფოში მკურნალობს. მისი მეუღლე კი ციხეშია.

საწოლში საუზმის მიტანის და გაღვიძების გამო, ქმარმა ცოლს მდუღარე წყალი გადაასხა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა