თეგებით ძიება
24. 01. 2021 მსოფლიო

უფასო მარიხუანა - COVID-აცრილებს კანაფს სთავაზობენ

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში კორონავირუსის საწინაამდეგო ვაქცინით აცრილებს უფასოდ სთავაზობენ მარიხუანას.

აქციას, სახელწოდებით "ბალახი ნემსისთვის" აწარმოებს კანაფის ადგილობრივი დისპანსერი.

"დამაწყნარებელი და საოცნებო პრიზის" მიღება შეუძლია ყველას, ვინც კი წარადგენს ვაქცინაციის პროცედურის გავლის დამადასტურებელ ცნობას.

"ჩვენი მიზანია- ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება ვაქცინაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჩვენ როგორც ორგანიზაცია ვებრძვით პანდემიას. ჩვენი აქცია მოსახლეობისათვის მხარდაჭერისა და თანადგომის დემონსტირებაა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კანაფის უსაფრთხო და პასუხისმგებლობიან გამოყენებას და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასასრულის დასაწყისი იქნება!- აღნიშნულია დისპანსერის პრეს-რელიზში.

P.s. რამდენად ადეკვატურია სამედიცინო
დაწესებულების მიერ ასეთი "პრიზის" დაწესება, ეს სხვა მსჯელობის საგანია.
mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა