თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

პირბადეების ნაცვლად რესპირატორები - ავსტრიაში ახალი რეგულაცია ამოქმედდა

დღეიდან ავსტრიის მცხოვრებლებს მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ნაცვლად FFP2 კლასის რესპირატორები უნდა ეკეთოთ. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

მანამდე ახალი რეგულაციის შესახებ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. რუდოლფ ანშობერის თქმით, მაღალი ხარისხის რესპირატორები პირბადეებზე გაცილებით ძვირია, თუმცა ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობამ ისინი დაბალ ფასად მიიღოს. რესპირატორი ავსტრიაში სავარაუდოდ 1 ევრო ეღირება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა