თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

ესპანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა, ვაქცინის ურიგოდ გაკეთების გამო, პოსტი დატოვა

ესპანეთის სამხედრო ძალების გენერალმა, მიგელ ანხელ ვილაროიამ, კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ, თანამდებობა დატოვა. საქმე კორონავირუსის ვაქცინას ეხება - როგორც ირკვევა, აცრა მან ურიგოდ გაიკეთა.

თავდაცვის შტაბის უფროსის, ვილაროიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

"გენერალს არასდროს უსარგებლია უსამართლო პროვილეგიებით, რაც დააზიანებდა შეიარაღებული ჯარების იმიჯს და ეჭვქვეშ დააყენებდა გენერლის ღირსებას". - ნათქვამია განცხადებაში. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მიგელ ანხელ ვილაროიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მას სწორად მიაჩნდა, თუმცა, შეიარაღებული ძალების იმიჯი დააზიანა.

ამასთანავე, თავდაცვის მინსტრმა, მარგარიტა რობლესმა ვილაროიას განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა. თავად გენერალი მედიასთან ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

ესპანეთის მოქალაქეები მიგელ ანხელ ვილაროიას მიერ კორონავირუსის აცრის ურიგოდ გაკეთებამ აღაშფოთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა