თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის "სადავო საზღვარზე" მორიგი შეტაკება მოხდა - BBC

ჩინელ და ინდოელ სამხედროებს შერის სადავო ტერიტორიაზე შეტაკება მოხდა, ამის შესახებ ინდურ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აღნიშნული ფაქტი 3 დღის წინ მოხდა ინდოეთის უკიდურეს ჩრდილოეთ შტატ სიკკიმში. დაძაბულობა ძალზე მაღალია ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც სხვა სასაზღვრო არეალში 2020 წლის ივნისში სასიკვდილო შეტაკებებს ჰქონდა ადგილი, როდესაც გალვანის ხეობაში 20 ინდოელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ჩინურ მხარეს არ განუცხადებია თავიანთი დანაკარგების შესახებ.

უკანასკნელი ინციდენტის დროს ჩინური სამხედრო პატრული ცდილობდა ინდოელთა ტერიტორიაზე შესვლას, თუმცა იძულებული შეიქნა, უკან გაბრუნებულიყო. მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს ჩინეთისა და ინდოეთის ოფიციალური პირები.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა