თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

მეკობრეებმა თურქული ხომალდიდან 15 მეზღვაური გაიტაცეს- დაჭრილია 10-ზე მეტი და გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ნიგერიელმა მეკობრეებმაკონტეინერების გადამზიდავი თურქული ხომალდიდან 15 მეზღვაური გაიტაცეს. CNN-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზღვაური, აზერბაიჯანის მოქალაქე გატაცების დროს წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს, ხოლო სხვა დატყვევებული მამაკაცები კი თურქები არიან.

ეკიპაჟის წევრთა ოჯახის წევრების ინფორმაციით შეტევა კარგად იყო ორგანიზებული შეიარაღებული პირების მიერ, რომელთაც გემის გემბანზე ამოსვლა ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილებმა მოახერხეს.

ლიბერიული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი კეიპ-თაუნისკენ მიემართებოდა ლაგოსიდან, როდესაც მას თავს დაესხნენ გვინეის ყურეში. თურქული სამთავრობო მედიის, Anadolu-ს ინფორმაციით, გემს მართვის პრობლემები აღენიშნებოდა და რადარიც სუსტად უმუშავებდა. ეკიპაჟის წევრები მეკობრეებმა სცემეს, ხოლო ზოგიერთ მათგანს ასაფეთქებელ ნივთიერებათა გამოყენების შედეგად ჭრილობები აღენიშნებათ სხეულზე.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა