თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

14 წლის ბიჭი სასიკვდილოდ სცემეს - რა მოხდა პარიზში

პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან 14 წლის უკრაინელ ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის ფაქტი ქუჩის სათვალთვალო კამერამ გადაიღო. ინციდენტი 15 იანვარს მოხდა.

კამერაზე ჩანს, როგორ დაესხა ბიჭს თავს ათი თანატოლი და არ მოეშვნენ, ვიდრე ბიჭს სიცოცხლის ყველა ნიშანი გაუქრა.


მოგვიანებით, მიწაზე დაგდებული ბიჭი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღმოჩნდა, რომ მას თავის ქალა ჰქონდა დაზიანებული, კიდურების მრავალგზისი მოტეხილობები, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები და თვალის ტრავმა. ბიჭს ექვსსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ის ხელოვნური კომის მდგომარეობაში გადაეყვანათ. ბიჭი ნელ-ნელა იწყებს გამოფხიზლებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა