თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

აშშ-ში ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურის გავლა კვლავ შეეძლებათ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის აკრძალვას გააუქმებს.

აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართება და მას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი დაესწრება.

სენატში გამართულ მოსმენებზე თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება 2017 წლის 26 აგვისტოს გასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა