თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

შეიარაღებულ თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა- მოკლულია ორსული ქალიც

აშშ-ში, ქალაქ ინდიანაპოლისში ერთი ოჯახის 5 ადამიანი მოკლეს, რომელთა შორისაც ერთი ორსული ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანიც კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის თქმით, ეს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული თავდასხმაა სამოქალაქო პირებზე.

მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, დაჭრილი დედისა და მუცლად მყოფი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცავთა თქმით, ამ დრომდე არ არსებობს ეჭვმიტანილი თუმცა ვარაუდობენ, რომ თავდასხმაში ერთზე მეტი შეიარაღებული ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია და გამოძიება გრძელდება . ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ნარკო-დანაშაულთან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა