თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

19 ადამიანი ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს - შემზარავი დანაშაული

მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში, დამწვარ მანქანებში 19 ცხედარი იპოვეს. ცხედრები, ჯერ იარაღით დაცხრილული, ხოლო შემდეგ კი დამწვარი აღმოჩნდა. ამის შესახებ წერს SKYNEWS-ი.

ტამაულიპას შტატის პროკურორის თქმით, ცხედრები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ადგილობრივებმა დარეკეს სამართალდამცავებმა დამწვარ მანქანასთან დაკავშირებით.

სამართალდამცავებმა ცეცხლში გახვეული ორი მანქანა იპოვეს, რომელთაგან ერთში 15 ადამიანის გვამი იყო, ხოლო მეორეში კი 4-ის.

ანქანების მიმდებარედ პოლიციელებმა ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს, რაც მათ აფიქრებინებს, რომ აღნიშული ადამიანები სხვა ადგილას დახოცეს, ხოლო შემდეგ კი მათი გვამები მანქანაში ჩააწყვეს, გზაზე მიატოვეს და ცეცხლი წაუკიდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა