თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

კარლ ლაგერფელდის სიკვდილის მიზეზი ცნობილია - ის სიმსივნეს 4 წელი ებრძოდა

ლეგენდარული გერმანელი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი 2019 წლის 19 თებერვალს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზებზე არავინ საუბრობდა.

როგორც აღმოჩნდა, დიზაინერი სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.

მისმა პირადმა დაცვამ და ასისტენტმა, სებასტიენ ჟონდმა წიგნი დაწერა, სადაც ის ლაგერფელდის ბრძოლას აღწერს სიმსივნესთან.

სებასტიენის თქმით, დიზაინერი სიმსივნეს 4 წელი ებრძოდა და მაქსიმალურად ცდილობდა, ინფორმაციას მედიამდე არ მიეღწია.

კარლ ლაგერფილდი მოდის სამყაროში 1955 წლიდან მოღვაწეობდა. წლების განმავლობაში ის კოლექციებს Fend-ის, Chloe-ს, Chrisia-ს და Chanel-ის მოდის სახლებისთვის ქმნიდა.

1965 წლიდან იყო ფენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, 1983 წლიდან – შანელის. ხელმძღვანელობდა საკუთარ ბრენდს კარლ ლაგერფელდს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა