თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს მარკ ცუკერბერგის სახლია - როგორ გამოიყურება ახალგაზრდა მილიარდელის საცხოვრებელი

უამრავი ცნობილი ადამიანი თავის მრავალმილიონიან ქონებას უახლესი მოდელების ძვირადღირებულ მანქანებში, პლანეტის ყველაზე ლამაზ კუთხეებში მდებარე ძვირადღირებულ სახლებში, მდიდრულ სამოსსა და ძვირფას სამკაულებზე ხარჯავს. მაგრამ ეს მილიარდერი ცხოვრების პრიორიტეტებს სულ სხვაგვარად განსაზღვრავს.

სოციალური ქსელი Facebook-ის შემქმნელი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს, რაზეც მისი საკმაოდ უბრალო, მინიმალისტურ სტილში შესრულებული სახლიც მეტყველებს, სადაც მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთებია.

ცუკერბერგის სახლი, რომელიც პალო ალტოში მდებარეობს რამდენიმე წლის წინ, 7 მილიონ დოლარად შეიძინა.

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს მარკ ცუკერბერგის სახლია - როგორ გამოიყურება ახალგაზრდა მილიარდელის საცხოვრებელი


მარკი და მისი მეუღლე პრისცილა ქველმოქმედებაში საკმაოდ სოლიდურ ფულს ხარჯავენ. ცუკერბერგი გახდა პროგრამის წევრი, რომლის თანახმად Facebook-ის აქციების 99% (დაახლოებით 45 მილიარდი დოლარი) საქველმოქმედო ორგანიზაციას უნდა გადასცეს.

ცუკერბერგმა აღნიშნული გადაწყვეტილება შვილის დაბადების გამო მიიღო. ფეისბუქის დამფუძნებელმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ის კვლავ რჩება კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად.

წილის გაყიდვის შედეგად მიღებული 45 მილიარდი დოლარი კი ახლადშექმნილ საქველმოქმედო ჯგუფს გადაერიცხება, რომლის დამფუძნებლებიც მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე არიან.

ჯგუფი თავდაპირველ ეტაპზე ჯანმრთელობასა და განათლებაზე იქნება ორიენტირებული. ცნობისთვის მარკ ცუკერბერგმა თავისი პირველი მილიარდი 23 წლის ასაკში იშოვა, ამჟამად მისი ქონება 100 მილიარდ დოლარს აღემატება.










თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა