თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

ოქროს მომპოვებელი საწარმოდან თანამშრომლებმა დიდი რაოდენობის ოქრო მოიპარეს

ავსტრალიაში, ქალაქ კალგურლის პოლიცია ქოლგარდის ოქროს მომპოვებელი საწარმოდან - Coolgardie\'s Greenfields Mill მილიონ 18 000 დოლარის ღირებულების ოქროს მადნის ქურდობის საქმეს იძიებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სამი პირის - ორი მამაკაცისა და ერთი ქალის წინააღმდეგ. საქმის მასალების თანახმად, ძვირფასი მადანი კომპანიის 2 თანამშრომელმა - 78 და 40 წლის მამაკაცმა მოიპარეს.

საქმეში მათ კიდევ ერთი პირი, ასევე კომპანიის თანამშრომელი - 31 წლის მორგან უიტნი დომბროსკი ეხმარებოდა. მოპარულ ძვირფასეულობას მასთან ინახავდნენ და ამ საქმეში მონაწილეობისთვის ქალმა გასამრჯელოდ 5000 დოლარი მიიღო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ოქროს მომპოვებელ საწარმოში მასშტაბური ქურდობის მეორე შემთხვევაა. გასული წლის აპრილში ბეტა ჰანტის ოქროს გადამამუშავებელ საწარმოზე შეიარაღებული თავდასხმისას 275 500 დოლარი მოიპარეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა