თეგებით ძიება
25. 01. 2021 მსოფლიო

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დააკავეს

ნიდერლანდების პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი, 57 წლის ცე ჩი ლოპი დააკავა. მას კიდევ „აზიელ ელ ჩაპოს“ უწოდებდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, ცე ჩი ლოპი სათავეში უდგას ნარკოსინდიკატს, რომლის წლიური ბრუნვა 70 მლრდ აშშ. დოლარს შეადგენს. ნიდერლანდებში ის ავსტრალიის სამართალდამცველების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ამ ადამიანის გავლით ავსტრალიაში ყველა ნარკოტიკის 70% ჩადის.

ცე ჩი ლოპი წარმოშობით ჩინელია. ამჟამად ის კანადის მოქალაქეა. ინტერპოლი ამ პირს 2019 წლიდან ეძებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა