თეგებით ძიება
26. 01. 2021 მსოფლიო

ამერიკაში, ქალმა ქათმის სამკურნალოდ 10 000 დოლარი დახარჯა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში მცხოვრებმა სელეტა ნოტნაგელმა თავისი საყვარელი ქათმის გულის ავადმყოფობისგან სამკურნალოდ 10 ათასი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ Yahoo იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ქათამი სახელად ბლიუ ქალის სახლში ცხოვრობს და ნოტნაგელის საწოლთან სძინავს. პატრონი მას თავის „მონათესავე სულს“ უწოდებს. გასული წლის მარტში ბლიუ ცუდად გახდა, ვეტერინარმა კი დაადგინა, რომ მას გულის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ამ დეფექტის გამოსწორება ჩვეულებრივი პროცედურაა ძაღლებისა და კატებისთვის, მაგრამ ფრინველისთვის ის აქამდე არ ჩაუტარებიათ. სარისკო ოპერაცია 4 ათასი დოლარი ღირდა, მკურნალობის საერთო ხარჯმა კი 10 ათასი შეადგინა.

„ეს დიდი თანხა, დაზღვევა მხოლოდ 2,5 ათასს ფარავს. მაგრამ თქვენი შვილებისთვის ან თქვენი ძაღლისთვის ამას ხომ გააკეთებდით. მაგრამ როცა ვამბობ, რომ თანხა ქათმის სამკურნალოდ დავხარჯე ხალხი ამბობს: „ამდენი ქათამზე დახარჯე? შეგეძლო უბრალოდ ქვაბში ჩაგედო“,- ამბობს ნოტნაგელი.

ახლა ბლიუ თავს კარგად გრძნობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა