თეგებით ძიება

„კაცებისგან თავი შორს დაიჭირეთ!“ - 109 წლის ქალმა სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო გაამხილა

მარტო დარჩენა, სულაც არ ნიშნავს უიღბლობას და არ არის აუცილებლობა ყველა ქალი აუცილებლად ცხოვრობდეს მამაკაცის გვერდით. არიან ქალები, რომლებიც კაცების გარეშე თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ.

სწორედ ამას ამტკიცებს 109 წლის შოტლანდიელი, ჯესი გალლანი და ამბობს, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოც მამაკაცის გარეშე ცხოვრება არის.

შესაძლოა, ეს მოსაზრება მისი დამოუკიდებელი ცხოვრებიდან გამომდინარეა, რადგან ქალი 13 წლიდან თვითონ გამოიმუშავებდა ცხოვრებისთვის საჭირო თანხას და არასდროს, არავისზე ყოფილა დამოკიდებული. მართალია, ამისთვის მას ბევრი შრომა სჭირდებოდა, მაგრამ თვლის რომ სწორედ შრომამ გამოწრთვნა და გააძლიერა იგი.

ცხოვრების უკანასკნელწლებს ჯესი გალლანი მოხუცთა ტავშესაფარში ატარებს. ის არის აქტიური და ენერგიული. მისი მომვლელი ამბობს, რომ იშვიათად უნახავას ასეთი სიცოცხლისმოყვარული მოხუცი.

კითხვაზე, თუ რა არის მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო, ჯესი პასუხობს, რომ ეს არის რეგულარული ვარჯიშის, დილაობით ერთი ულუფა ფაფისა და... უკაცობის დამსახურება!

„კაცებს მოაქვთ მეტი პრობლემა, ვიდრე სიამოვნება, ამიტომ თავი შორს დაიჭირეთ მათგან!“ - ურჩევს ქალებს 109 წლის ქალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა