მეცნიერებმა გამოთვალეს ძილის დრო, რომელსაც ინტერნეტში ვკარგავთ
კვლევის შედეგები ჟურნალმა Journal of Economic Behavior and Organization გამოაქვეყნა.
შედეგების ანალიზით დადგინდა, რომ ინტერნეტის მოყვარულებს საშუალოდ, 25 წუთით ნაკლები დრო რჩებათ დასვენებისთვის. უფრო მეტიც, ინტერნეტის მომხმარებლებში ოთხჯერ მეტია ადამიანი, რომელიც ძილს 6 საათზე ნაკლებ დროს უთმობს.
ინტერნეტის გავლენა ძილზე უფრო შესამჩნევია 18-დან 30 წლამდე ადამიანებში. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ძილის ხანგრძლივობაში სხვაობამ 70 წუთი შეადგინა.
როგორც გაირკვა, ინტერნეტი ძილის ხარისხზეც მოქმედებს.
ზემოთ ხსენებული კვლევა იტალიაში, Bocconi-ს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს. მათვე დაამუშავეს გერმანიის სტატისტიკის ფედერალური ოფისის German Time Use Survey მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელშიც 5 500 ადამიანი მონაწილეობდა.
გარდა ამისა, კიდევ ერთი კვლევის შედეგები გახდა ცნობილი - კერძოდ, ხანგრძლივი ძილის მომაკვდილებელი საფრთხის შესახებ.
იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტისმეტად ხანგრძლივი და მეტისმეტად ხანმოკლე ძილი 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში მოულოდნელი სიკვდილის რისკს ზრდის.
გაირკვა ისიც, რომ ადამიანები, რომელებსაც დღის საათებშიც კი ეძინებათ, ალცჰეიმერის დაავადებისკენ არიან მიდრეკილი!