თეგებით ძიება

როგორ შევინარჩუნოთ სუნამოს არომატი მთელი დღის მანძილზე

როგორ მოვიქცეთ, რომ სუნამოს არომატი მთელი დღის მანძილზე გაგვყვეს? ეს იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

იმ ადგილებზე, სადაც სუნამოს დაპკურებას აპირებთ (მაჯა, ყელი, მკერდი და ა.შ.), ცოტაოდენი ვაზელინი წაისვით!
ვაზელინი ისე მოქმედებს, როგორც მაკიაჟის ბაზა - ის ბლოკავს არომატს და სურნელს დიდხანს აკავებს. სუნამო ნაკლებად ეფექტურია მშრალ კანზე, ამიტომ მას დამატენიანებელი ბაზა სჭირდება და ეფექტი მთელი დღის მანძილზე გარანტირებული იქნება.
სუნამო შეისხურეთ ნოტიო და სუფთა კანზე

ნებისმიერი კონცენტრაციის არომატი მშრალ კანზე უფრო სწრაფად ქრება. ამიტომ, სანამ სუნამოს გამოიყენებთ, სუფთა წყლით მსუბუქად დაისველეთ ის ადგილები, სადაც თქვენი საყვარელი სუნამოს შესხურებას აპირებთ.

ამასთან, თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, კრემით დაიტენიანეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპირტმა, რომელსაც სუნამო შეიცავს, შეუძლია გამოიწვიოს კანის აქერცვლა და სიწითლე.

კარგი იდეაა – სუნამოს გამოყენება მაშინვე შხაპისა და აბაზანის მიღების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ გახსნილ ფორებში სურნელი უფრო კარგად აღწევს, შესაბამისად, უფრო გამყოლიც იქნება. ჩვეულებრივ კი, როდესაც კანზე დიდი რაოდენობით მკვდარი უჯრედია, სუნამოს არომატი რამდენიმე საათში ქრება.

აღსანიშნავია, რომ სუნამოს ხანგრძლივი ეფექტისთვის, მხოლოდ ვაზელინის გამოყენება საკმარისი არაა.
სუნამოს სწორად შენახვაც უნდა შეგეძლოთ. არასწორად შენახვის შემთხვევაში, ყველაზე ძვირად ღირებული პარფიუმიც კი დროთა განმავლობაში, სურნელს კარგავს, ორთქლდება და სხვა ნივთიერებად გარდაიქმნება.

სპეციალისტების თქმით, სუნამოს სრულფასოვანი ეფექტის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა მისი მაცივარში შენახვაა, რადგან სუნის ინტენსივობის მთავარი მტერი მაღალი ტემპერატურა და მზის სხივებია. შესაბამისად, თბილ და მზიან ოთახში სუნამო მალე „იფიტება“...

გაითვალისწინეთ, რომ მაცივარში შენახული სუნამო თავის თვისებებს წლების განმავლობაში ინარჩუნებს! სხვა პროდუქტების არომატთან შერევის თავიდან აცილება კი მისი ფოლგაში შეფუთვით შეიძლება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა