თეგებით ძიება

აი, რა ხდება თქვენს ტვინში, როცა წინდებით იძინებთ

სხვადასხვა მიზეზების გამო, ძილთან დაკავშირებული პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს. ხშირად ხდება, რომ მძიმე დღის შემდეგ სახლში დაღლილი მიდიხარ, გინდა ლოგინში სწრაფად დაწვე და დაიძინო, მაგრამ დასაძინებლად წვები და ძილი არ გეკარება.

გამოსავალი მარტივია - ჩაიცვით წინდები ძილის წინ. ჩვენ გიამბობთ, როგორ ეხმარება წინდები დაძინებას და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს სხეულზე.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს ხელებისა და ფეხების ტემპერატურა ძილის ხარისხზე გამოკვლევა ჩაატარეს. მათ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს ძილის წინ წინდების ჩაცმა თხოვეს და შეამოწმეს, თუ როგორ მოქმედებს ეს ძილის ხარისხზე.

აღმოჩნდა, რომ კიდურების სითბო მთელ სხეულზე, მათ შორის ტვინზეც დადებითად მოქმედებს - სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა იკლებს, რითიც ტვინი დუნდება და ადამიანს სწრაფად ეძინება.

ყველა ადამიანს განსხვავებული ჩვევები აქვს. ვიღაცას პიჟამოში დაძინება უყვარს, ვიღაცას ფართო მაისურში, ვიღაცას კი სრულიად შიშველს ურჩევნია. ზოგს ურჩევნია, რომ ოთახში თბილოდეს და პლედის გარეშე დაიძინოს, ზოგს კი ღია ფანჯრასთან, სიგრილეში ძილი ხიბლავს საბნების გროვის ქვეშ.

იგივე ხდება წინდებით ან მათ გარეშე დაძინებასთან დაკავშირებითაც.

წინდების უპირატესობასთან დაკავშირებით ყველაფფერი გასაგებია, თუმცა, ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, აქვს თუ არა წინდებით ძილს უარყოფითი მხარე და რა წესების დაცვაა საჭირო მავნე შედეგების თავიდან ასაცილებლად.

წინდებით ძილის უარყოფით მხარედ ითვლება ის, რომ ღამით წინდებში ფეხები ოფლიანდება, რაც შეიძლება ინფექციები (მაგალითად, სოკო) გავრცელების, სისხლის მიმოქცევის გაუარესებისა და უსიამოვნო სუნის მიზეზი გახდეს. ამ უსიამოვნებების თავიდან აცილება მარტივად, სწორი წინდების შერჩევითა და პირადი ჰიგიენის წესების დაცვით შეიძლება.

პირველი და უმთავრესი წესია, რომ არასდროს დაიძინოთ წინდებით, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გეცვათ. ამით თქვენ აიცილებთ ინფექციებისა და სოკოების პრობლემას. გახსოვდეთ, რომ ძილის წინ სასარგებლოა ცხელი შხაპი ან ფეხის აბაზანა.

აი, რა ხდება თქვენს ტვინში, როცა წინდებით იძინებთ


რაც შეეხება სწორი წინდების არჩევას, საუკეთესო არჩევანი ბუნებრივი მასალის - ბამბის ან მატყლისგან დამზადებული წინდა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ წინდებში თავს კარგად გრძნობდეთ. ამის გარდა, წინდები თავისუფალი, რეზინის გარეშე უნდა იყოს, რომ სისხლის მიმოქცევა არ შეაფერხოს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური წინდები, რომლებიც ხანგრძლივი მოგზაურობისა და ფრენების დროს გამოიყენება.

როგორც ხედავთ, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, პრობლემები არ გექნებათ. წინდები სითბოს შენარჩუნებაში და სრულფასოვან ძილში დაგეხმარებათ.

სხვათა შორის, ამ თვალსაზრისს ტრადიციული ჩინური მედიცინაც იზიარებს. აღმოსავლელ მკურნალებს მიაჩნიათ, რომ ცივი ფეხები ჯანსაღ ძილს ხელს უშლიან.

შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ წინდებში დაძინება მოუხერხებელი და უსიამოვნოა. თუ ასე ფიქრობთ, მაშინ დაძინებისთვის სხვა ხერხები უნდა მოსინჯოთ, მთავარია, რომ ფეხების სითბო შეინარჩუნოთ. მაგალითად, შეგიძლიათ ფეხებზე პლედი შემოიხვიოთ ან სათბურაზე დააწყოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა