თეგებით ძიება

7 ფრაზა, რომლითაც მოღალატე მამაკაცს ამოიცნობთ

ღალატს შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს ან შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს, მაგრამ რა მოხდება, თუ პარტნიორს ღალატში უსამართლოდ დაადანაშაულებთ? როგორ მივხვდეთ, როდის ამბობს ის სიმართლეს და როდის ტყუის?

ფსიქოლოგების აზრით, ამოცნობის 100%-იანი ტესტი არ არსებობს, თუმცა მოღალატე მამაკაცები თავის მართლებისას ძირითადად, 7 სტანდარტულ ფრაზას იყენებენ.

ნახეთ, ხომ არ გეცნოთ?

1. „მე არაფერი გამიკეთებია. ეს მე არ ვარ"
რა თქმა უნდა, თავის მართლების საუკეთესო გზა ყველაფრის უარყოფაა, ამიტომ მოღალატეების უმეტესობა ყველაფერს ერთდროულად უარყოფს. თუ ღალატის მსხვერპლი სიმართლის მოსასმენად მზად არ არის, ასეთმა სწრაფმა უარყოფამ შეიძლება დროებით მაინც შვება მიანიჭოს. როგორც წესი, ეს არის მოღალატეების გზა, რომლებსაც ყველაფრის უმტკივნეულოდ მოგვარება სურთ.

2. „სულ გაგიჟდი?“
ასეთი მოღალატეები არა მხოლოდ ყველაფერს უარყოფენ, არამედ შეუძლიათ საქმე ისე წარმოაჩინონ, რომ თავი შეშლილად ან დამნაშავედ გაგრძნობინოთ.

3. „უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ"
ამ არგუმენტს ძირითადად მაშინ იყენებენ, როცა ძველ მეგობარ გოგონასთან, კოლეგასთან ან მეზობელთან ღალატობენ.

4. „ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა“
მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულს და სექსს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ, თუნდაც მხოლოდ ერთხელ სექსი დანაშაულს ამართლებს? როდესაცღალატის დამალვა უკვე შეუძლებელია, მოღალატე ცდილობს ის მაინც დამალოს, რისი დამალვაც შესაძლებელია.

5. „ეს უკვე წარსულშია"
მოღალატე ამას ძირითადად, მაშინ ამბობს, როცა იძულებულია ღალატი აღიაროს, მაგრამ ცდილობს, უკან დასახევი გზა დაიტოვოს. თუმცა თუ მან ერთხელ გიღალატათ, სავარაუდოდ, მომავალშიც იგივეს გააკეთებს.

6. „ეს არაფერს ნიშნავს“
თუნდაც ეს მხოლოდ სექსი ყოფილიყო, ყოველგვარი გრძნობების გარეშე, ეს ღალატის ფაქტს ვერ შეცვლის. ადამიანი ცხოვრობს პრინციპით - თუ არ მკითხავენ, არ ვამბობ და ღალატს სერიოზულ დანაშაულად არ მიიჩნევს.

7. „დამეხმარე“
ზოგჯერ მოღალატე ცდილობს, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, რომ თანაგრძნობა დაიმსახუროს. ის პარტნიორს პირდება, რომ გამოსწორდება და სექსზე დამოკიდებულების გამო მკურნალობს კიდეც. მაგრამ, სავარაუდოდ, ის უბრალოდ საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა