თეგებით ძიება

რატომ და საიდან გაჩნდა საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია?

მიიჩნევა, რომ საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია შუა საუკუნეების ევროპაში იღებს სათავეს. სხვათა შორის, ეს სულაც არ უკავშირდება რაღაც ამაღლებულსა და სასიამოვნოს. და აი, რატომ...

შუა საუკუნეების ევროპაში პატარძლის კაბა ბედნიერების მომტან თილისმად მიიჩნეოდა.

პატარძალი საკუთარ კაბას თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდა, რადგან ირგვლივ მყოფი გასათხოვარი გოგოები ყველანაირად ცდილობდნენ, ამ თილისმის თუნდაც ერთი ნაკუწი მოეპოვებინათ. ეს მათთვის იღბლიანი გათხოვებისა და ახალი ცხოვრების დაწყების ნიშანი იყო.

თაიგულის უკან გადაგდების ტრადიცია, შუა საუკუნეების ევროპაში გამოჩნდა. აქ, პატარძლის სამოსსაც სხვაგვარად აღიქვამდნენ. გაუთხოვარ ქალებს იმდენად სჯეროდათ, პატარძლის კაბას ბედნიერებისა და იღბლის მოტანა შეეძლო, რომ ცდილობდნენ მისი კაბიდან პატარა ნაჭერი მაინც აეღოთ. წარმოგიდგენიათ, როგორ გამოიყურებოდა კაბა ამ დღესასწაულის შემდეგ?

არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ჯვრისწერიდან გამოსული პატარძალი გასათხოვარი გოგოების ალყაში ექცეოდა, შედეგად კი სახლამდე დაფლეთილი კაბით აღწევდა.

მოგვიანებით, ძვირფასი საპატარძლო კაბის გაფრთხილების მიზნით, ეს ტრადიცია შეცვლილა - ბედნიერი ქორწინების მსურველს არა კაბის ნაკუწი, არამედ პატარძლის წინდის დამჭერი უნდა ჩაეგდო ხელში.

ეს კიდევ უფრო სახიფათო აღმოჩნდა, თუმცა ახლა უკვე პატარძლის ჯანმრთელობისთვის, რადგან გასათხოვარი ქალები პატარძლის წაქცევას და მისთვის წინდის გახდას ცდილობდნენ.

ეს უკანასკნელი იძულებული ხდებოდა, ბედნიერებისთვის მებრძოლი თავდამსხმელები ყვავილების თაიგულის სროლით მოეგერიებინა.

ამის შემდეგ უკვე მოგერიებული თაიგულის იქცა ბედნიერების მომტან თილისმად.

ბუნებრივია, რომ პატარძლები მალე დაიღალნენ ამით, მათ სურდათ, საქორწილო კაბა შეენარჩუნებინათ. ძვირფასი საპატარძლო კაბის გაფრთხილების მიზნით, გადაწყვიტეს, რომ ტანსაცმელზე დაემაგრებინათ ყვავილები. თავდაპირველად, მოუხერხებელი იყო ყვავილების „ჩაცმა“, შემდეგ კი პატარძლებმა შეარჩიეს საქორწილო თაიგული, რომელიც ქორწილის ბოლოს რჩებოდა მეგობარ გოგონებს.

სხვათა შორის, დღეს ზოგიერთ ქვეყანაში პატარძალი თაიგულს შლის და სათითაო ყვავილებს ისვრის, რათა არავინ დატოვოს გულდაწყვეტილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა