თეგებით ძიება

5 მთავარი შეცდომა, რის გამოც ხელს არავინ გთხოვთ

ქორწინება ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ ყველაზე საკამათო თემად. თუმცა, არის რამდენიმე ნიუანსი, რის გამოც თქვენი დიდი სურვილის მიუხედავად საყვარელი ადამიანი შესაძლოა უკან იხევდეს. პრობლემას ორი მხარე გააჩნია, ისევე როგორც მედალს. გეთანხმებით, არიან წყვილები ვინც თავს ქორწინების გარეშეც იდეალურად გრძნობს და არც აპირებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს იმ გოგონებსა თუ ქალბატონებზე ვინც უკვე რა ხანია ელოდება ხელის თხოვნას, მაგრამ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ან გაურბიან, ან უბრალოდ ამაზე საუბარს თავს არიდებენ.

ბევრი მამაკაცისთვის სიტყვა ქორწინება მართლაც მძიმე უღელთან და თავისუფლების შეზღუდვასთან ასოცირდება.

1- დაფიქრდით, რამდენად ხშირად უტოვებთ მას დროს იმისთვის, რომ იყოს მარტო. რამდენად ხშირად ატარებს დროს ძმაკაცებთან? იქნებ მიაჩნია, რომ რაკი ქორწინებამდე მის მიმართ მეტისმეტ ყურადღებას იჩენთ და გვერდიდან არ შორდებით, ქორწინების შემდეგ ეს საქციელი გაასმაგდება? აქვე კიდევ ერთი საფრთხილო თემაა- ჭორ-მართალის გარჩევა. თუ ხშირად ვსაუბრობთ სხვების პირად ცხოვრებაზე, ცუდ თვისებებზე, მის ოჯახზე (განსაკუთრებით მაშინ, როცა გვემჩნევა, რომ რამე არ მოგვწონს).

2- კონტროლი და ეჭვიანობა. თქვენ ის სიგიჟემდე გიყვართ და გკლავთ იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლება მოხდეს მის ცხოვრებაში ვინმე "თქვენზე საინტერესოს" გამოჩენის შემთხვევაში. შესაბამისად შეიძლება ხშირად ამოწმებთ მის "ფეისბუქს", ტელეფონს.. ეკითხებით თუ სად და ვისთან იყო. თქვენი მხრიდან ცოლის როლის წინასწარ მორგება არცერთ მამაკაცს არ მოეწონება.

გაძლიერებული კონტროლი მამაკაცს უკარგავს იმის სურვილს, რომ თქვენთან ბოლომდე გულახდილი იყოს. ნაკლებად ყვება თავგადასავლებზე, რადგან შიშობს რა მოჰყვება მის მონაყოლს. მოკლედ, ჩნდება იმის შანსი, რომ რაც მეტს ეკითხებით ნაკლები გაიგოთ. შემოვლითი გზით გაცემული პასუხები გუნება-განწყობას მარტივად გაგიფუჭებთ.
ის კი იმაზე უფრო მეტს იფიქრებს როგორ შეარჩიოს სიტყვები თქვენთან, ვიდრე როგორ გაამყაროს ურთიერთობა.

3- "მე მართალი ვარ, შენ კი არა!". მუდმივად მართალი არავინ არ არის. მამაკაცებს დამთმობი ქალები მოსწონთ. ეს ჩვენთვის ძალიან რთული ამბავია. ცხადია დათმობაშიც ზომიერებაა საჭირო. არ უნდა დაუშავათ, რომ ურთიერთობა ბატონყმობას ჰგავდეს. სიჯიუტესთან გაჯიბრება გულის ტკენით მთავრდება, რაც სასურველ მიზანს კიდევ უფრო დაგაშორებთ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ კაცებს კონკეტულ თემაზე ჩხუბს- მასზე მსჯელობა ურჩევნიათ. წარმოიდგინეთ, რომ ადვოკატი ხართ და სასამართლო პროცესზე მეორე ადვოკატთან გიწევთ "შეჯახება". თქვენ გევალებათ, რომ გაღიზიანების ინიციატორი არ გახდეთ. იმსჯელოთ, იყოთ დამაჯერებელი და არ ღელავდეთ. სიმშვიდის შენარჩუნება ზოგ საკითხთან მიმართებაში თითქმის შეუძლებელია, თუმცა სჯობს თავი ხელში აიყვანოთ, რათა მის თვალში "ნერვოზიანი ქალის" იდუმალი სახე არ ჩამოყალიბდეს, რომელსაც ადრე სულაც არ იცნობდა. სხვა, ახალი ადამიანის თქვენში აღმოჩენა, რომელიც არც ისე საოცარია მას შეშფოთების საბაბს მისცემს. დიპლომატიური მიდგომა ყოველთვის მუშაობს, (მამაკაცები ხომ ხშირად ჩივიან, რომ დიპლომატიური მიდგომა ჩვენგან შორსაა) მთავარია სწორად იმოქმედოთ.

4- ნუ ეცდებით განკარგოთ მისი ფინანსები, ან მუდმივად ეწუწუნოთ იმაზე, რომ ფული რაღაცაზე არ გყოფნით. გამუდმებული წუწუნით და სევდიანი ტონით შესაძლოა მის თვალში რაოდენ მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს- საბრალო არსებად იქცეთ.
შეყვარებული მამაკაცი ბევრ რამეს იტანს, მაგრამ საკითხავია, მოგიყვანთ ის ცოლად? და როცა თხოვნა მოთხოვნას ემსგავსება სიტუაცია იმაზე უარესად გამოიყურება, ვიდრე თქვენ ხედავთ. თქვენ მიერ ნაშენები სიყვარული სამომხმარებლო ურთიერთობას არ უნდა დაემსგავსოს.

5- "უშენოდ ჩემ სიცოცხლეს აზრი არც ერთი წამით აღარ ექნება", "ხომ არასდროს მიმატოვებ?", "ხომ არ მიღალატებ, მსგავსი რამ რომ გავიგო ვერ გადამირჩები", "ჩვენ შვილებს ლუკა და ბუკა დავარქვათ ხომ?". ბოლო კითხვას ალბათ კიდევ არაუშავს, თუმცა... დიდი ალბათობით ის თავად დაგელაპარაკებათ ბავშვების სახელებზე, ან ბავშვის სქესზე, როცა ჩათვლის, რომ ამაზე საუბარი სურს. ნუ ჩააგონებთ, რომ მისი დაკარგვის პანიკური შიში გაქვთ, რათა უფრო მეტად უნდოდეს, რომ სამუდამოდ თქვენით ტკბებოდეს. გარდა ამისა მამაკაცებს ზოგჯერ უჩნდებათ განცდა, რომ თუ ქალი არაადეკვატურია ის მათ (მომავალ) შვილებთან სანდო არ იქნება.
marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა